მთავარისიახლეებიპოლიტიკასაერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე ლაპარაკობენ

საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე ლაპარაკობენ

Published on

,,პირველი და მეორე ტურის დროს გამოვლენილი დარღვევები სათანადოდ უნდა შეფასდეს''. – განაცხადა ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ემანუელის ზინგერისმა.  – ზოგიერთი კანდიდატის მიერ პირველ და მეორე ტურებს შორის კანდიდატურა მოიხსნა და სიღრმისეულად უნდა გაანალიზდეს, თუ რა მოტივით შეწყდა არჩევნებში მონაწილეობა.''
”მე მგონია, რომ სასამართლო სისტემა სათანადო რეაგირებას არ ახდენს დავებზე, რომელიც არჩევნებში მონაწილე პირებმა წამოაყენეს. დისბალანსი საკმაოდ დიდი ოდენობით შეინიშნებოდა პარტიების დაფინანსების საკითხში, რამაც ხელი შეუშალა, რომ თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდათ. რაც შეეხება კონკურენტულ გარემოს, კონკურენტულობა ხელს უწყობს დემოკრატიას, ძალთა გადანაწილება მნიშვნელოვანია და მას ყურადღება კარგად უნდა მივაქციოთ. აბსოლუტური უმრავლესობის ყოლა პარლამენტში გულისხმობს, პასუხისმგებლობას დემოკრატიული მომავლის მიმართ, საქართველოს მომავლის მიმართ. ასევე ოპოზიციას თავისი აზრის გამოთქმის უფლება უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნა დამკვირვებელმა. მისივე თქმით, ევროპის საბჭო საბოლოო დოკუმენტს 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს
 
,,.ჩვენ შევშფოთდით იმის გამო, რომ ბევრი ინფორმაცია მივიღეთ ზეწოლის შესახებ, სადაც ფიგურირებდა სოციალური დახმარების მოხსნა ან თუნდაც სამსახურიდან გათავისუფლება თუ ადამიანი მხარს დაუჭერდა ოპოზიციის კანდიდატს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანა გომესმა რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
მისივე თქმით, გასაგებია, რომ ბევრი ამგვარი ბრალდება შეიძლება არ იყოს დასაბუთებული, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს, რომ გარკვეული შიში ამის მხრივ არსებობს.ზოგიერთი დამკვირვებელი გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას. აქ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი არ იყვნენ დამკვირვებლები და იყვნენ პოლიტიკური პარტიების ან კანდიდატების სუროგატები.
”ჩვენ გვინდა, რომ შესაბამისმა უწყებებმა ამ საკითხებს ყურადღება დაუთმონ და უზრუნველყონ, რომ ამგვარი მუქარა არ განხორციელდეს”, -აღნიშნა ანა გომესმა. – ზოგადად პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა.
მაგრამ განსხვავებული ვითარება იყო რაიონებში. მაგალითად, მცხეთაში, მუხრანში და ახალციხეში საარჩევნო უბნებს გარეთ იყვნენ მამაკაცების ჯგუფები, რომლებიც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდნენ და სავარაუდოდ ისინი აშინებდნენ ამომრჩევლებს. ზოგ შემთხვევაში სპორტული და სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები იყვნენ ახლო-მახლო. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, შექმნილი იყო პირობები, რომ მოსახლეობას გაეკეთებინა არჩევანი”, – განაცხადა ანა გომესმა. 
მისივე თქმით, ევროპარლამენტი დააკვირდება არჩევნების შემდგომ პროცესს.
 

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...