სოციალურ ქსელში ვრცელდება სკანდალური ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, რომელსაც ამ სტატუსით პირველი ვიზიტი ჰქონდა საზღვარგარეთ, რუმინეთში უგონოდ დათვრა და კლინიკაშია გადაყვანილი ალკოჰოლური მოწამვლის დიაგნოზით. იგი ექიმების 24 – სათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია მათ არა აქვთ და ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ თავაძის ვიზიტი რუმინეთში დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდება, პრესსამსახური უარს ამბობს განმარტოს, რა მიზეზით გახანგრძლივდა ვიზიტი.