მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიტიკურ პარტიებს საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრთა გაწვევა-ჩანაცვლებისთვის განკუთვნილი დრო ეწურებათ

პოლიტიკურ პარტიებს საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრთა გაწვევა-ჩანაცვლებისთვის განკუთვნილი დრო ეწურებათ

Published on

პოლიტიკურ პარტიებს  საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრთა გაწვევა/ჩანაცვლებისთვის განკუთვნილი დრო სამუშაო დღის ბოლოსთვის ეწურებათ.   
ცენტრალური საარჩევნო კომისია პროცედურასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ  კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური პარტიების მიერ გაწვეული წევრებით და კვოტით სხვა პარტიების წარმომადგენლები ვერ ისარგებლებენ, საჭიროების შემთხვევაში კი საოლქო კომისიები კონკურსის წესით შეარჩევენ პროფესიული ნიშნით ახალ წარმომადგენლებს.
 „საუბნო-საარჩევნო კომისიაში 7 ადამიანზე ნაკლები არ იმუშავებს, სხვა პარტიებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დამატებით მე-2, ან მე-3 წევრი დანიშნოს სხვა პარტიის ნაცვლად,“- განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებების ფონზე ოპოზიციური გაერთიანებების ნაწილმა  უკვე გაიწვია თავისი  წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებიდან .

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...