მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიტიკურ პარტიებს საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრთა გაწვევა-ჩანაცვლებისთვის განკუთვნილი დრო ეწურებათ

პოლიტიკურ პარტიებს საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრთა გაწვევა-ჩანაცვლებისთვის განკუთვნილი დრო ეწურებათ

Published on

პოლიტიკურ პარტიებს  საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრთა გაწვევა/ჩანაცვლებისთვის განკუთვნილი დრო სამუშაო დღის ბოლოსთვის ეწურებათ.   
ცენტრალური საარჩევნო კომისია პროცედურასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ  კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური პარტიების მიერ გაწვეული წევრებით და კვოტით სხვა პარტიების წარმომადგენლები ვერ ისარგებლებენ, საჭიროების შემთხვევაში კი საოლქო კომისიები კონკურსის წესით შეარჩევენ პროფესიული ნიშნით ახალ წარმომადგენლებს.
 „საუბნო-საარჩევნო კომისიაში 7 ადამიანზე ნაკლები არ იმუშავებს, სხვა პარტიებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დამატებით მე-2, ან მე-3 წევრი დანიშნოს სხვა პარტიის ნაცვლად,“- განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებების ფონზე ოპოზიციური გაერთიანებების ნაწილმა  უკვე გაიწვია თავისი  წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებიდან .

სიახლეები

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა – შსს-მ 1 პირი დააკავა

სს-მ 1983 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დ.რ. ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

მოკლული მასწავლებლის საქმეს კომისიური ექსპერტიზის დასკვნა დაერთო

საქალაქო სასამართლოში, თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ჩანიშნული პროცესი 20 წუთში დასრულდა. მოსამართლემ...

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...