სანდრა რულოვსი და ალფა მგელი

0
521
,,სანდრამ მიიღო ყველაზე მძიმე და ყველაზე ჰუმანური გადაწყვეტილება; არ დააყენა საკუთარი ამომრჩეველი პოტენციურად სასიკვდილო საფრთხის წინაშე'' – აცხადებს  ქართულ -ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული 
 – ,,ერთ რჩევას კიდევ მოგაწვდით, თუ გაიგონებთ და მიიღებთ, რასაკვირველია. – მიმართავს იგი  ნაციონალური მოძრაობის იმ ნაწილს, რომელიც სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას მონაწილეობა არ მიიღოს არჩევნების მეორე ტურში  კრიტიკულად აფასებს. – აღმოსავლური ( და არამარტო ) ხელჩართული ორთაბრძოლის უმარტივესი წესია, იქ არ დაარტყა მეტოქეს, სადაც მსხვილი ძვალი აქვს, რომ ხელი არ მოიტეხო.
სანდრამ მიიღო გადაწყვეტილება. იგი არ არის არც ჭკუასუსტი, არც მშიშარა. შეეშვით მისი გადაწყვეტილების მიზეზის ამოხსნის მცდელობებს, წყლის ნაყვაა, რადგან იგი ამას საჯაროდ არასოდეს იტყვის ( და არც უნდა თქვას) ; და შეეშვით მის კრიტიკას, რომელიც სასტიკად კონტრპროდუქტიულია თქვენივე ამომრჩევლებში.
მხოლოდ ერთ დეტალს აღვნიშნავ, რაზეც უკვე მივანიშნე ჩემს სტატუსში "ალფა მგელი". სადაზვერვო სამსახურებმა ძალიან კარგად იციან სიმბოლიკის ფატალური მნიშვნელობა და მე მგონი უკანასკნელი იდიოტიც კი უპრობლემოდ ხვდება, თუ რა სიმბოლოსთან ასოცირდება პირველი ლედი.
ჰოდა!
ამის ნაცვლად, გააკეთეთ ოფიციალური განცხადება, რომ თავისი ჰუმანიზმითა და გაწონასწორებულობით ცნობილმა პირველმა ლედიმ, რომლის სახელთანაც ქართულ ჯანდაცვაში წარმატებით განხორციელებული არაერთი პროექტია ასოცირებული, ისევ მიიღო ყველაზე მძიმე და ყველაზე ჰუმანური გადაწყვეტილება; არ დააყენა საკუთარი ამომრჩეველი პოტენციურად სასიკვდილო საფრთხის წინაშე, თავიდან აარიდა გარდაუვალი ფიზიკური ანგარიშსწორება და რაც მთავარია, სასტიკი მორალური დამცირება, რადგან არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბედი ისევე გადაწყვეტილია, როგორც ის ფაქტი, რომ "პატრიოტთა ალიანსი" აუცილებლად გადალახავდა 5 %-იან ბარიერს.
შესაბამისად, ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ პირველი ლედის ამ ნაბიჯს და მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, რომ მაქსიმალური კონსოლიდაცია გააკეთონ ნებისმიერ სხვა უბანზე, რადგან ჩვენ მაინც ბოლომდე ვაპირებთ პოლიტიკურ ბრძოლას, მიუხედავად გარანტირებული ფიასკოსი.
ვნახოთ, რა გადასწონის, პირადი ბოღმა, თუ პატრიოტული კეთილგონიერება 🙂 გისურვებთ წარმატებებს… – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში
აქვე გთავაზობთ ზურაბ გურულის კიდევ ერთ სტატუსს ,,ალფა მგელი'', რომელიც რამდენიმე დღის წინათ განათავსა მან სოციალურ ქსელში: 
,,იშვიათად დავდივარ კინოში და ამ ორიოდე წლის წინათ შემთხვევით მოვხვდი ერთი ამერიკული ფილმის პრემიერაზე. "The Grey" – ასე ერქვა. ამერიკული ფილმის პრემიერაზე. "The Grey" – ასე ერქვა.
შთამბეჭდავი სანახავი იყო ფართო ეკრანზე გაავებული მგლების ხროვასთან შერკინებული ლიამ ნიისონის გმირი, ალასკელი მონადირე ჯონ ოტვეი. შთაბეჭდილებებით აღსავსე გამოვედით კინოთეტრიდან მე და ჩემი უფროსი ვაჟი. 
-მართალია ეს ალფა მგლის ისტორიაო? – მკითხა უცებ. გამეცინა. – კი, მართალია, მეთქი და … – და მერე მეც ჩავფიქრდი…
… მგლებზე პროფესიონალი მონადირე იყო ჯონ ოტვეი და კარგად იცოდა, რომ ხროვის ლიდერის დათრგუნვა-დამცირება საკმარისი იქნებოდა მგლების შემტევი სულის გასატეხად.
ამიტომაც ეძებდა ე.წ. ალფა მგელს …
… პროფესიონალი მზვერავებიც ხშირად იყენებენ ამ ხერხს. უტყუარია და იმიტომ. ადამიანებიც ცხოველები არიან, სოციალური, მაგრამ მაინც; ჰოდა, ზუსტად იგივე პრინციპები მოქმედებს მათ დასათრგუნად. ქვეცნობიერი საერთო ბაზისიგან მოდის და უნივერსალურია. ამიტომაც იყენებდნენ ფალავანთა ორთაბრძოლას ძველი მსოფლიოს არმიებიც …
პროფესიონალებმა კონტრილეთებიც იციან ოღონდ. რამდენიმე ალფა მგელის გამოზრდაა საჭირო, რომ გადამწყვეტ მომენტში ხროვა ულიდეროდ არ დარჩეს…
… მძლავრი სადაზვერვო ორგანიზაციაა კგბ. მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო; ძლიერი ფსიქოლოგებით დაკომპლექტებულ-მომზადებული; ამიტომ, სულაც არ არის ძნელი კგბ-ს კლასიკურ სკოლაგავლილი ოფიცრის მოქმედების გეგმის გაშიფვრა; მითუმეტეს, როცა ერთადერთი ალფა მგელი იდენტიფიცირებულია. მისი დათრგუნვა-განეიტრალება უცებ გატეხავს ხროვის მებრძოლ სულს. დაბნეული ომეგა მგლები შეშინებულნი ამოიძუებენ კუდს.
ეს მეთოდი უკვე გამოყენებული იქნა წარმატებით 90-იანებში. მაშინდელი ალფა მგელი წალენჯიხის ორღობეებში მოიმწყვდიეს და გაანეიტრალეს კგბ-ს რუსმა და ქართველმა ოფიცრებმა. 
ჰოდა, დამთავრდა კიდეც ეპოქა მაშინ. კაი ხნით…
ახლაც არავითარი სათადარიგო ალფა მგლები… ამას ხროვამაც ხელი შეუწყო და …
მავანთ საერთაშორისო საზოგადოების იმედი აქვთ …
ერთია მხოლოდ, არავინ მოვა განწირული მგლების დასახმარებლად. მგლებმა თავად უნდა იმგელონ, თორემ … 
…თორემ ალასკური ძაღლებივით შეაბამენ რუსულ მარხილში …''

წინა სტატიააფეთქება ანტალიის ავტოპარკინგზე – ტერაქტი თუ შემთხვევითობა?
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი და ალფა მგელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური