სანდრა რულოვსი და ალფა მგელი

0
439
,,სანდრამ მიიღო ყველაზე მძიმე და ყველაზე ჰუმანური გადაწყვეტილება; არ დააყენა საკუთარი ამომრჩეველი პოტენციურად სასიკვდილო საფრთხის წინაშე'' – აცხადებს  ქართულ -ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული 
 – ,,ერთ რჩევას კიდევ მოგაწვდით, თუ გაიგონებთ და მიიღებთ, რასაკვირველია. – მიმართავს იგი  ნაციონალური მოძრაობის იმ ნაწილს, რომელიც სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას მონაწილეობა არ მიიღოს არჩევნების მეორე ტურში  კრიტიკულად აფასებს. – აღმოსავლური ( და არამარტო ) ხელჩართული ორთაბრძოლის უმარტივესი წესია, იქ არ დაარტყა მეტოქეს, სადაც მსხვილი ძვალი აქვს, რომ ხელი არ მოიტეხო.
სანდრამ მიიღო გადაწყვეტილება. იგი არ არის არც ჭკუასუსტი, არც მშიშარა. შეეშვით მისი გადაწყვეტილების მიზეზის ამოხსნის მცდელობებს, წყლის ნაყვაა, რადგან იგი ამას საჯაროდ არასოდეს იტყვის ( და არც უნდა თქვას) ; და შეეშვით მის კრიტიკას, რომელიც სასტიკად კონტრპროდუქტიულია თქვენივე ამომრჩევლებში.
მხოლოდ ერთ დეტალს აღვნიშნავ, რაზეც უკვე მივანიშნე ჩემს სტატუსში "ალფა მგელი". სადაზვერვო სამსახურებმა ძალიან კარგად იციან სიმბოლიკის ფატალური მნიშვნელობა და მე მგონი უკანასკნელი იდიოტიც კი უპრობლემოდ ხვდება, თუ რა სიმბოლოსთან ასოცირდება პირველი ლედი.
ჰოდა!
ამის ნაცვლად, გააკეთეთ ოფიციალური განცხადება, რომ თავისი ჰუმანიზმითა და გაწონასწორებულობით ცნობილმა პირველმა ლედიმ, რომლის სახელთანაც ქართულ ჯანდაცვაში წარმატებით განხორციელებული არაერთი პროექტია ასოცირებული, ისევ მიიღო ყველაზე მძიმე და ყველაზე ჰუმანური გადაწყვეტილება; არ დააყენა საკუთარი ამომრჩეველი პოტენციურად სასიკვდილო საფრთხის წინაშე, თავიდან აარიდა გარდაუვალი ფიზიკური ანგარიშსწორება და რაც მთავარია, სასტიკი მორალური დამცირება, რადგან არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბედი ისევე გადაწყვეტილია, როგორც ის ფაქტი, რომ "პატრიოტთა ალიანსი" აუცილებლად გადალახავდა 5 %-იან ბარიერს.
შესაბამისად, ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ პირველი ლედის ამ ნაბიჯს და მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, რომ მაქსიმალური კონსოლიდაცია გააკეთონ ნებისმიერ სხვა უბანზე, რადგან ჩვენ მაინც ბოლომდე ვაპირებთ პოლიტიკურ ბრძოლას, მიუხედავად გარანტირებული ფიასკოსი.
ვნახოთ, რა გადასწონის, პირადი ბოღმა, თუ პატრიოტული კეთილგონიერება 🙂 გისურვებთ წარმატებებს… – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში
 
 
წინა სტატიასანდრა რულოვსი და ალფა მგელი
შემდეგი სტატიათეიმურაზ გაფრინდაშვილი: ეს არის ბრძოლა დეპუტატის მანდატისთვის სოციალურად დაუცველთა, საჯარო მოხელეთა და პედაგოგთა მუქარა-შანტაჟის ხარჯზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური