მთავარისიახლეებისამხედრო თემაგიორგი შენგელიას მამა: გამოძიება თვითონ არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული

გიორგი შენგელიას მამა: გამოძიება თვითონ არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული

Published on

გიორგი შენგელიას მამის ინფორმაციით, მისი შვილი „კრწანისის“ ცენტრის გარეთ მოკლეს. როგორც რომან შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ელაპარაკა ორ ბიჭს, ვინც მის შვილთან ერთად იყო.
„ნასროლია გარეთ, ბავშვი ღობეს გადაახტა და ოც მეტრზეა ნასროლი. რასაც ისინი აცხადებენ ტყუილია. მეორე შვილი სად არის არ ვიცი, ის იქ არ ყოფილა, სხვები იყვნენ. მე თუ გავიგე, მათ ვერ გაიგეს? სამხედრო ბაზა არ არის დაცული და ისინი თურმე მანდ სულ გადადიოდნენ. კამერები მანდ არ მუშაობს. ჩემი ინფორმაციიით, განხორციელებულია 2 გასროლა და ერთი საუბედუროდ მოხვდა ბავშვს. ის ორი ბიჭი, ვინც გიგასთან ერთად იყო, გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, მაგრამ გამოძიება თვითონ არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული. ჩემს შვილს იარაღი არ ჰქონია. ჟურნალისტების გარდა ჩემთან არავინ მოსულა. ვაპირებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას“, – განაცხადა გარდაცვლილის მამამ.
ოჯახის ახლობლები  უარყოფენ,რომ  მოკლული გიორგი შენგელიასთან ერთად  კრწანისის სამხედრო ბაზაზე მისი ძმაც იმყოფებოდა. 
“სამნი იყვნენ შესული მეგობრის სანახავად. გუშაგი ვალდებული არ იყო ესროლა, ჯერ სიტყვიერი გაფრთხილება უნდა გაეცა,   შემდეგ ჰაერში უნდა განეხორციელებინა სროლა. ჩვენი ინფორმაციით, შიდა პერიმეტრში არ იმყოფებოდნენ, ისინი იყვნენ გარეთ, დანარჩენი ორი არ არიან ზუგდიდელები, ისინი თბილისელები არიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გიგას ძმაც იქ იყო, არის ტყუილი. რატომ გამოცხადდა მასზე ძებნა, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, – აცხადებს მოკლულის ბიძაშვილი გიორგი მებონია.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...