მთავარისიახლეებიექსკლუზივისანდრა რულოვსი: ამ გაყალბებას მასშტაბს ვერ დაუდებ- მე ვიცი, რომ გამარჯვებული...

სანდრა რულოვსი: ამ გაყალბებას მასშტაბს ვერ დაუდებ- მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და ჩემი ვალდებულებაა გვერდში დავუდგე ხალხს(video)

Published on

სანდრა რულოვსი ამომრჩეველს მიმართავს:
,,მინდა მადლობა  გადავუხადო  ამომრჩეველს მათი ნდობისთვის და   მოპოვებული გამარჯვებისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, მომპარეს არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ გუშინაც.
ყველამ იცის, რომ მე პირველ ტურში გავედი, ამიტომ შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში შემოსვლას ამ უსამართლო ე. წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე.
მე ვთვლი,  რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში. ჯერ ერთი,  მთელ ზუგდიდში  ძალიან ცუდი – ქურდული, კრიმინალური და წნეხის  პირობებია შექმნილი  და არ მინდა,  ამ ხალხს კიდევ პრობლემები ქონდეს, შეურაცხყოფა მიაყენონ, დასცინონ.
მე ვიცი,  რომ გამარჯვებული ვარ და, აქედან გამომდინარე,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან თუნდაც სხვა ადგილიდან დავუდგები გვერდში –  ეს ჩემი ვალდებულებაა.
 ეს გაყალბება არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელ საქართველოში იყო. მე მიკვირს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება (გამონაკლისის გარდა), მიუხედავად იმისა, რომ   უფრო და უფრო ვრცელდება ვიდეომასალები,  სადაც კარგად ჩანს დარღვევების  ფაქტები- გამქრალი ბიულეტენები, ერთი და იგივე ხალხი უბანში, ფოტოების  გადაღება და ა.შ.
ეს არის გაყალბება, რომელსაც მასშტაბებს ვერ დაუდებ, ეს იყო ყველგან.
ჩემი გამარჯვება პირველ ტურში – ეს იყო  პირადი მარცხი ივანიშვილისთვის, არაფორმალური მმართველისთვის, ვინც 8 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ  ,,ის ქალბატონიც კი ვერ გაიმარჯვებს ზუგდიდში''. და ეს მიიღეს, როგორც ბრძანება და ეს ბრძანება ყველანაირად უნდა შესრულებულიყო. ეს  ყოვლად მიუღებელია ჩემთვის.
 მე მემატება ძალა და ბრძოლის უნარი ხალხისგან და  ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ არ უნდა დავრჩე ასე, უნდა გავაგრძელო მუშაობა  და  მოვიქცე როგორც გამარჯვებული და ასეც იქნება ზუგდიდის რაიონშიც, ზოგადად  პოლიტიკაშიც და ჩემს მომავალ ქმედებებში.''- განაცხადა სანდრა რულოვსმა ,,ოდიში ნიუსთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში
 

სიახლეები

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...

ირანში საჯაროდ ჩამოახრჩვეს პროტესტის მონაწილე კიდევ ორი კაცი

ირანში სიკვდილით დასაჯეს კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც სამთავრობო შენობაზე თავდასხმისთვის იყვნენ მსჯავრდებულები, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ...

პირველი კვარტლის მონაცემებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შემოწირულობა არ მიუღია

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წელს 980 ათასი ლარის შემოწირულება მიიღო. მმართველ პარტიას...

მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა – პენიტენციური ამას წნევის ვარდნით ხსნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ...