მთავარისიახლეებიმსოფლიოსამარის სარაკეტო - კოსმოსურ ცენტრში ზარალს ითვლიან, გადამწვარია 1000 კვადრატულ მეტრზე...

სამარის სარაკეტო – კოსმოსურ ცენტრში ზარალს ითვლიან, გადამწვარია 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული საწყობები

Published on

სამარის სარაკეტო – კოსმოსურ ცენტრში  ,,პროგრესი'' ზარალს ითვლიან.  გადამწვარია 1000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია, საწყობებში დაცული დამხმარე აღჭურვილობა. 
ცეცხლი კოსმოსურ ცენტრში სამი დღის წინათ გაჩნდა, ორსართულიან სასაწყობო შენობაში, რომლის ფართი დაახლოებით 400 კვადრატული მეტრია,  აქედან ცეცხლი გადავიდა პატარა საწყობებზე და საბოლოო ჯამში უზარმაზარი ტერიტორია მოიცვა.
ინფორმაცია ამის შესახებ გამოაქვეყნა სააგენტო ,,ინტერფაქსმა'' რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ადგილობრივი სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.. მოგვიანებით ეს ინფორმაცია დაადასტურა სააგენტო  ,,რია ნოვოსტიმ. –
 სააგენტო  ციტირებს კოსმოსური ცენტრის მაღალი თანამდებობის პირის განმარტებას: ,,ვადასტურებთ, რომ  ცეცხლმა მოიცვა რამდენიმე საწყობი, თუმცა იქ არ ინახებოდა სარაკეტო – კოსმოსური ტექნიკა  და მისი ნაწილები, ეს იყო   დამხმარე აღჭურვილობა, რაც მნიშვნელოვანი დანაკლისია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც იქნებოდა, ცეცხლი რომ სხვა ტიპის საწყობებზე გადასულიყო. '' – განაცხადა მან 
საგანგებო სიტუაციათა მართვის საოლქო სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, ხანძარს სირთულის მეორე კატეგორია მიეკუთვნა , მის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა 61 ადამიანი პირადი შემადგენლობიდან და სპეციალური ტექნიკის 17 ერთეული   
 

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...