მთავარისიახლეებიპოლიტიკამარნეულის 48- ე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა აჰმედ...

მარნეულის 48- ე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა გაიმარჯვა

Published on

მარნეულის საარჩევნო ოლქის 48 – ე საარჩევნო უბანზე დღეს გამართული, პარლამენტის განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი შედეგებით  გამარჯვება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა მოიპოვა, მას ხმა 367 ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მის კონკურენტს, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს თამაზ ნავერიანს 315 ამომრჩეველმა. 
 
8 ოქტომბერს გამართული მე-9 მოწვევის პარლამენტის არჩევნების შედეგად მარნეულის ოლქში ხმები ასე გადანაწილდა
 
ნაციონალური მოძრაობა- აჰმედ იმამყულიევი:  9645 ხმა,  რაც საერთო ხმების 47.91%-ს შეადგენს.
 
ქართული ოცნება – თამაზ ნავერიანი:  8738 ხმა ანუ საერთო ხმების 43.41%.
 
შეგახსენებთ, რომ მარნეულის ოლქის #48 უბანზე, რომელიც სოფელ ყიზილაჯლოში მდებარეობს, მომხდარი ინციდენტის შედეგად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 8 ოქტომბერსმ ამ უბანზე გამართული არჩევნების შედეგები გააუქმა. განმეორებითი არჩევნები სოფელ ყიზილაჯლოში დღეს გაიმართა. 

სიახლეები

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის,...

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის...

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...