მთავარისიახლეებისაზოგადოებაკვლავ მძიმე რჩება გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო...

კვლავ მძიმე რჩება გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა

Published on

კვლავ მძიმე რჩება გუშინ დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა. როგორც თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში  
როგორც კლინიკაში აცხადებენ, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმები ყველა ღონესხმარობენ მის გადასარჩენად. კლინიკაში მოთავსებული კიდევ სამი სამხედროს მდგომარეობა  სტაბილურია,   ორი მათგანი ნეიროქირურგიის განყოფილებაშია, მესამე –   ქირურგიულ განყოფილებაში. სხვა დაშავებულები, რომელთა დაზიანებები არცთუ ისე მძიმეა,  დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
გუშინ  სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე   სავალი ნაწილიდან გადავარდა “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. 
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
 
 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...