მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯიხაშკარის საარჩევნო უბნებზე მყოფი პოლიტიკოსები მედიისთვის პირველ კომენტარებს აკეთებენ

ჯიხაშკარის საარჩევნო უბნებზე მყოფი პოლიტიკოსები მედიისთვის პირველ კომენტარებს აკეთებენ

Published on

ჯიხაშკარის საარჩევნო უბნებზე მყოფი პოლიტიკოსები    განმეორებითი ხმის მიცემის მიმდინარეობის შესახებ პირველ კომენტარებს აკეთებენ.
 ,,ქართული ოცნების'' წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური კენჭისყრის პროცესის  მიმდინარეობას დადებითად აფასებს.  მისი თქმით, ,, მსოფლიომ უნდა ნახოს,  რაოდენ გამჭვირვალეა არჩევნები ქვეყანაში და, განსაკუთრებით, სამეგრელოში''. 
 
პირველი კომენტარები გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ . მის შეფასებით,  განმეორებითი ხმის მიცემა ჯიხაშკარის საარჩევნო უბნებზე ჯერჯერობით გართულებების გარეშე მიმდინარეობს .
,,იმედია, ეს ვითარება შენარჩუნდება და  ,,ქართული ოცნების’’ გახურებულ ტვინებს აზრად არ მოუვა რაიმე სახის პროვოკაცია დაგეგმონ ისე, როგორც ეს 8 ოქტომბერს მოხდა ჯიხაშკარის უბანზე.''
აკაკი ბობოხიძის თქმით,  პირველი ტური აქ ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო, მაგრამ   შედეგები პროვოცირებული არეულობის საბაბით გაბათილდა. „წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ იმედია , ამომრჩეველი ასე მალე არ შეიცვლიდა თავის დამოკიდებულებას. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას სწორედ  ხალხი ღებულობს და ჩვენ ვალდებული ვართ ყველა ცდა ბოლომდე მივიყვანოთ''.
 
 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...