მთავარისიახლეებიპოლიტიკაუსკო ადასტურებს, რომ აჭარაში გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4 %-ი ბათილად იქნა ცნობილი

უსკო ადასტურებს, რომ აჭარაში გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4 %-ი ბათილად იქნა ცნობილი

Published on

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) არჩევნების შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა. 
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა, მიღებული ბიულეტენების რაოდენობამ კი როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ არჩევნებში შეადგინა 585 400. ბათილად იქნა ცნობილი 12 622 ბიულეტენი (7 212 მაჟორიტარული, 5 410 პროპორციული), რაც გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4 %-ია
. 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა  საარჩევნო სუბიექტმა:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 45.13, რაც 8 მანდატს შეადგენს.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 29.62% , რაც 5 მანდატს შეადგენს. : „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ – 5.89%, რაც 1 მანდატია.დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5.7%, რაც 1 მანდატია. 
არჩევნების მეორე ტური, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების პარალელურად, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ 5 ოლქში გაიმართება, ხოლო ერთ – ხულოს N73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, არჩევნების მეორე ტური მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო შედეგის მქონე 2 საარჩევნო სუბიექტის, ანუ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. 
რაც შეეხება მეორე ტურის თარიღს, უსკოს განკარგულებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღად 30 ოქტომბერი გამოცხადდა.
 
 
 
 
 

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...