რუსული საცეცები – წელს ათასი რუსი ჯარისკაციდან, რომელსაც გაწვევით სამსახურის ვადა ამოეწურა, ორასი აფხაზეთში დარჩება და კონტრაქტით გააგრძელებს სამსახურს

0
380
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე გაწვევით მომსახურე სამხედროთაგან, რომელთაც სამწლიანი სამსახურის ვადა ამოეწურათ, ყოველი მეხუთე ჯარში  კონტრაქტით დარჩენის სურვილს გამოთქვამს.  – ინფორმაციას ამის შესახებ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს. 
 
დაახლოებით 1000  სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ეწურება გაწვევით სამსახურის დადგენილი ვადა, ნოემბრის ბოლომდე უნდა გავიდეს თადარიგში, მაგრამ მათგან 200 თავისივე ქვედანაყოფებში დარჩება და სამსახურს კონტრაქტით გააგრძელებს. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ მონაკვეთში. – ნათქვამია პრესრელიზში –    ყველა კანდიდატი, რომელთანაც კონტრაქტი დაიდება, გაივლის საგულდაგულო შერჩევას , უპირატესობა მიენიჭებათ  კანდიდატებს, რომელნიც სხვაზე უკეთ  დაძლევენ საგამოცდო ამოცანას სუბტროპიკებისათვის დამახასიათებელი მაღალი ტემპერატურისა და  ტენიანობის პირობებში, ჩააბარებენ ფიზიკური მომზადების ყველა ნორმატივს და წარმატებით გაივლიან სოციალურ-ფსიქოლოგიურ ტესტირებას.   
 
შესარჩევი ეტაპის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები დაინიშნებიან სამხედრო თანამდებობებზე და  გამწესდებიან სასწავლო სამხედრო ნაწილებში ინტენსიური საერთო სამხედრო მომზადების კურსის სწავლებისათვის.  
ბაზაზე სამსახურის მთელ პერიოდში სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან იზოლირებული კეთილმოწყობილი სამსახურებრივი ბინებით და ოთახებით საერთო საცხოვრებელებში. კონტრაქტით სამსახურის   დაწყებიდან სამი წლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები იძენენ უფლებას შეიძინონ საკუთარი ბინა რუსეთის ნებისმიერ რეგიონში სამხედრო იპოთეკის პროგრამით. ამასთან გადახდებს იპოთეკური ვადებულებების ფარგლებში მათი კონტრაქტით სამსახურის მთელი დროის მანძილზე თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს. 
 
წინა სტატია”საქმე გვაქვს მასობრივ არაპროფესიონალიზმთან.“-არასამთავრობოები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების არაკვალიფიციურობაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაჩეხეთი რუსულ პროპაგანდას უპირისპირდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური