მთავარისიახლეებიექსკლუზივი“არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მშვიდად მიდით უბნებზე და გააკეთეთ თქვენი არჩევანი“- სანდრა...

“არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მშვიდად მიდით უბნებზე და გააკეთეთ თქვენი არჩევანი“- სანდრა რულოვსი ამომრჩეველს მიმართავს (Video)

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი არჩევნებამდე 2 დღით ადრე საკუთარ ამომრჩევლებს  მიმართავს და  არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.  “არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მშვიდად, წყნარად მიდით უბნებზე და გააკეთეთ თქვენი არჩევანი“- აცხადებს სანდრა რულოვსი , კანდიდატის განცხადებით, არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებას ზუგდიდში დაელოდება. სანდრა რულოვსი ამომრჩევლებს ასევე მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ბიულეტენზე რეგისტრატორის ბეჭედს და ხელმოწერას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანდრა რულოვსის განცხადებით, გამორიცხული არ არის რომ გამნეორებითი კენჭისყრის აუცილებლობა დადგეს.
22 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ზუგდიდის 3 მაჟორიტარულ უბანზე- განმუხურის 38-ე და ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე გაიმართება.

სიახლეები

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა - პირველი პრეზიდენტი 87 წლის გახდებოდა  საქართველოს ეროვნული გმირი,...

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...

ირანში საჯაროდ ჩამოახრჩვეს პროტესტის მონაწილე კიდევ ორი კაცი

ირანში სიკვდილით დასაჯეს კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც სამთავრობო შენობაზე თავდასხმისთვის იყვნენ მსჯავრდებულები, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ...

პირველი კვარტლის მონაცემებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შემოწირულობა არ მიუღია

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წელს 980 ათასი ლარის შემოწირულება მიიღო. მმართველ პარტიას...