მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკო ფინანსთა სამინისტროს დამატებით 4 მილიონ 700.000 ლარს სთხოვს

ცესკო ფინანსთა სამინისტროს დამატებით 4 მილიონ 700.000 ლარს სთხოვს

Published on

 ცესკო არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩასატარებლად ფინანსთა სამინისტროს დამატებით 4 მილიონ 700.000 ლარს სთხოვს. ცესკოს განცხადებით, მას ამისთვის უფრო მეტი –    დაახლოებით 6 მილიონ 54 000 ლარი ესაჭიროება, მაგრამ არსებული რეზერვების გათვალისწინებით მოთხოვნილ თანხას სჯერდება. 
ამ საკითხზე ცესკოს წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს, სხდომის დღის წესრიგში იყო  8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრა .
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მიიღო სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვით, განისაზღვრა მეორე ტურებისთვის, ასევე განმეორებითი კენჭისყრისთვის საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა. საუბარია დაახლოებით 6 მილიონ ლარზე“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
მოგვიანებით საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბუსკივაძემაც. 
მისი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების დაზუსტებული ბიუჯეტი 38 მილიონ ლარს შეადგენს. საფინანსო დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ჯერ ნაადრევია საუბარი, თუ რა რაოდენობის არის პირველი ტურის ხარჯი, ვინაიდან კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება დასრულებული არ არის.
„რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ცესკოს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ასევე მერის, გამგებლის არჩევნების მეორე ტურის ბიუჯეტი – ხარჯთაღრიცხვის ჯამური ოდენობა მეორე ტურისთვის 6 მილიონ ლარს შეადგენს. ცესკოს სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამულ კოდებზე არსაბული ეკონომიები ჯამურად დაახლოებით 1 300000 ლარია, ხოლო სხვაობა 4 მილიონ 700 000 ლარი მოთხოვნილი იქნება ფინანსთა სამინისტროსთვის“, – განმარტა ოთარ ბუსკივაძემ.

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...