მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკო ფინანსთა სამინისტროს დამატებით 4 მილიონ 700.000 ლარს სთხოვს

ცესკო ფინანსთა სამინისტროს დამატებით 4 მილიონ 700.000 ლარს სთხოვს

Published on

 ცესკო არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩასატარებლად ფინანსთა სამინისტროს დამატებით 4 მილიონ 700.000 ლარს სთხოვს. ცესკოს განცხადებით, მას ამისთვის უფრო მეტი –    დაახლოებით 6 მილიონ 54 000 ლარი ესაჭიროება, მაგრამ არსებული რეზერვების გათვალისწინებით მოთხოვნილ თანხას სჯერდება. 
ამ საკითხზე ცესკოს წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს, სხდომის დღის წესრიგში იყო  8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრა .
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მიიღო სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვით, განისაზღვრა მეორე ტურებისთვის, ასევე განმეორებითი კენჭისყრისთვის საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა. საუბარია დაახლოებით 6 მილიონ ლარზე“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
მოგვიანებით საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბუსკივაძემაც. 
მისი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების დაზუსტებული ბიუჯეტი 38 მილიონ ლარს შეადგენს. საფინანსო დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ჯერ ნაადრევია საუბარი, თუ რა რაოდენობის არის პირველი ტურის ხარჯი, ვინაიდან კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება დასრულებული არ არის.
„რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ცესკოს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ასევე მერის, გამგებლის არჩევნების მეორე ტურის ბიუჯეტი – ხარჯთაღრიცხვის ჯამური ოდენობა მეორე ტურისთვის 6 მილიონ ლარს შეადგენს. ცესკოს სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამულ კოდებზე არსაბული ეკონომიები ჯამურად დაახლოებით 1 300000 ლარია, ხოლო სხვაობა 4 მილიონ 700 000 ლარი მოთხოვნილი იქნება ფინანსთა სამინისტროსთვის“, – განმარტა ოთარ ბუსკივაძემ.

სიახლეები

“EU-ს წევრებმა გადაწყვიტეს ორმხრივი სანქციები – უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ” – ჰერჩინსკი “ოცნებაზე”

"მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქმედებები და გადაწყვეტილებები, კანონები იქნა მიღებული, რომელიც...

26 მაისს თბილისს 5 ევროპარლამენტარი ეწვევა

"ევროსკოპის" ინფორმაციით, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) წევრები 26 მაისს თბილისში იქნებიან. "ევროსკოპისთვის" მოწოდებულ...

“საქართველო 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა – ის ახორციელებს ჰიბრიდულ ქმედებებს მეზობლად მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ” – ჰერჩინსკი

"ჩვენ ვართ სამიზნეები, უკრაინა, რა თქმა უნდა, განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას და...

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...