მთავარისიახლეებიპოლიტიკაერდოღანის განცხადება ბათუმის შესახებ შეშფოთების საბაბს არ იძლევა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ...

ერდოღანის განცხადება ბათუმის შესახებ შეშფოთების საბაბს არ იძლევა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მსოფლაღქმის სფეროში დევს

Published on

ქართულ მედიაში  ბოლო დღეები აგორებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი  ბათუმთან მიმართებით რეფერენდუმს გეგმავს, სინამდვილეს არ შეესაბამება და მისი ნათქვამის ზედმეტად თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. 
ლაპარაკია მის გამოსვლაზე ორი დღის წინ  რიზეს  უნივერსიტეტში სასწავლო წლის გახსნის ცერემონიალზე, სადაც მან  ბათუმი და საქართველო ისტორიული წარსულის კონტექსტში ახსენა და მასზე, როგორც მეგობარ ქვეყანაზე, ისაუბრა. სინამდვილეში სირიასა და ერაყში განვითარებულ მოვლენებთან და საზოგადაოდ   თურქეთის მეგობარ ქვეყნებთან კონტექსტში მან ახსენა ე.წ. ეროვნული აღქმის (Misak-ı Millî) საზღვრები და ამ საზღვრებში შემავალი ტერიტორიები, მათ შორის ბათუმიც  . 
"ხშირად გვეკითხებიან, რატომ ინტერესდებით ერაყით, სირიით, საქართველოთი, ყირიმით, ყარაბაღით, აზერბაიჯანით, ბალკანეთით და ჩრდილო აფრიკით? არცერთი ეს ადგილი ჩვენთვის უცხო არაა, რიზეს და ბათუმის ერთმანეთისგან განცალკევება შესაძლებელია? როგორ შეიძლება, ედირნესა და სალონიკზე ცალ-ცალკე ვიფიქროთ? როგორ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ გაზიანთეფსა და ალეპოს, მარდინსა და ჰასაკას, სირიასა და მოსულს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ? ჰათაიდან მაროკომდე სადაც არ უნდა წახვიდეთ, მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში აუცილებლად ნახავთ რაიმეს ჩვენი დანატოვარიდან", – თქვა ერდოღანმა.
ერთია ,,ეროვნული აღქმის საზღვრები'' და და მეორე პოლიტიკა, რომელსაც თურქეთი ამ საზღვრებში შემავალი ტერიტორიების მიმართ ახორციელებს. ამ თვალსაზრისით ლაზეთიც  არის და იქნება ქართველი ხალხის ეროვნული აღქმის საზღვრებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  საქართველოს სახელმწიფო  აპირებს აწარმოოს საზღვრების გადახედვისა და ლაზეთის  ტერიტორიის შემოერთების  პოლიტიკა.  

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...