მთავარისიახლეებიპოლიტიკაადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით პრეს-რელიზი გამოაქვეყნა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით პრეს-რელიზი გამოაქვეყნა

Published on

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით პრეს-რელიზს აქვეყნებს, რომელშიც განმარტება კეთდება რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. პრეს-რელიზში, რომელიც სასამართლოს ინტერნეტ გვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ 2016 წლის 17 ოქტომბერს სასამართლოს დიდი პალატის პანელმა მიიღო საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა, საქმე – „ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დიდმა პალატამ განიხილოს, რომელიც 17 მოსამართლისგან შედგება. საუბარია ივანე მერაბიშვილისს განცხადებაზე, რომ მისი დაპატიმრება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დასუსტებას ისახავდა მიზნად, მისი დევნა კი წინასწარი პატიმრობის დროსაც არ შეჩერებულა."ის აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წამოწყება ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მის მოსაწყვეტად გამოიყენა, რასაც შედეგად მისი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესუსტება მოჰყვა, გარდა ამისა მან ვეღარ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა 2013 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებზე. შემდგომში ის აცხადებს, რომ ზეწოლა გრძელდებოდა წინასწარი პატიმრობის პერიოდშიც."2013 წლის 14 დეკემბერს, გვიან ღამით ის ციხის საკნიდან გაიყვანეს და მთავარ პროკურორსა და ციხის ადმინისტრაციის უფროსთან შესახვედრად წაიყვანეს. ისინი დაემუქრნენ და მოსთხოვეს ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრემიერის – ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ. შემდგომში ის აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ინციდენტის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე – 2013 წლის 17 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე შეატყობინა და მოითხოვა გამოეკვლიათ ციხის სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული მასალა, მის ბრალდებებთან დაკავშირებით ობიექტური და საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა. ბოლოს ის ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია სისხლის სამართლის საქმეების გამო, რომლებიც ოპოზიციური პარტიის ლიდერების, მათ შორის თავად მის წინააღმდეგაა აღძრული,"- ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
 
 

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...