მთავარისიახლეებიპოლიტიკასააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის სარჩელი - განმუხურში განმეორებითი ხმის მიცემა...

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის სარჩელი – განმუხურში განმეორებითი ხმის მიცემა ჩატარდება

Published on

რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ,  რომელიც იხილავდა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელს განმუხურის საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით, გამოაცხადა გადაწყვეტილება გადაწყვეტილება  ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების  ძალაში დატოვების შესახებ.
ვინაიდან ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, განმუხურის 38- საარჩევნო უბანზე უნდა შედგეს განმეორებითი ხმის მიცემა, რომელიც   22 ოქტომბერს  არის დანიშნული.
ასხდომას მოსარჩელე მხარე, და მოპასუხე მხარეები – ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და ახალგაზრდა იურისტთა ასოცისციის წრმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ჯერ ზუგდიდის რაიონულმა, ხოლო დღეს სააპაელაციო სასამართლომაც   პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან  უგულვებელყო   მის მიერ წარდგენილი  მტკიცებულებები,  არ გაიზიარა ამომრჩევლის ინტერესები და დაადასტურა ბათილობა ამ უბანზე ხმის დათვლის შედეგებისა, რომლის თანახმად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი სანდრა რულოვსი 65 ხმით უსწრებდა წინ თავის კონკურენტს ქართული ოცნებიდან. 

 
 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...