მთავარისიახლეებიპოლიტიკანინია კაკაბაძე:"მთავარი საფრთხე არის ავტორიტარული მმართველობა რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ"

ნინია კაკაბაძე:”მთავარი საფრთხე არის ავტორიტარული მმართველობა რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ”

Published on

პროდასავლურ პარტიებს განცხადებით მიმართავს სამოქალაქო სექტორი. მასში ნათქვამია, რომ რეალურია "ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს დემოკრატიული პროცესი."ისინი თხოვენ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს "მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად არჩევნების მეორე ტურში არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ.
""ჩვენ ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავთ იმაში, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა იქნება. ხოლო ეს უმრავლესობა პირველ რიგში რასაც შეცვლის, ეს არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და ამით დაზარალდება ყველა," – აღნიშნავს კონსულტანტი ადამიანის უფლებების და არჩევნების სფეროში, თამარ გურჩიანი. განცხადებაში ასევე განმარტებულია, თუ რა საშიშროება შეიძლება მოჰყვეს მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციის შეცვლას და სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსის დარღვევას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან უკვე გაისმა რამდენიმე მინიშნება ცვლილებებთან დაკავშირებით."მთავარი საფრთხე არის ავტორიტარული მმართველობა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ," – განაცხადა ნინია კაკაბაძემ. 
 
 
 

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...