ზუგდიდში და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბერს, ხოლო მეორე ტურები 30 ოქტომბერს ჩატარდება

0
399
22 ოქტომბერს ზუგდიდში და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა, ხოლო 30 ოქტომბერს მეორე ტურები ჩატარდება. განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის თარიღები, ცესკო-მ დღევანდელი სხდომის შემდეგ დაადასტურა.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა.
„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. კანონმდებლობით არის განსაზღვრული შესაბამისი ვადები – რა პერიოდშიც უნდა იყოს ჩატარებული, როგორც განმეორებითი კენჭისყრა ასევე მეორე ტურები. იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარებს ბოლო ვადა იყო 2 ნოემბერი, თუმცა 30 ოქტომბერს ტარდება ასევე ლაგოდეხსა და სენაკში არჩევნები, შესაბამისად მოსახერხებელი იქნებოდა ამომრჩევლისთვისაც და საარჩევნო სუბიექტებისათვისაც აღნიშნული თარიღის 30-ში დანიშვნა,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.
წინა სტატია,,კაცი რომელმაც ოზურგეთში კრიმინალების წყალობით მეორე ტური მოიპარა“
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: სოხუმში მომხდარი აფეთქების საქმე თითქმის გახსნილია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური