მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რესპუბლიკელები'' ხალხთან დაახლოება- დანათესავებას აპირებენ

,,რესპუბლიკელები” ხალხთან დაახლოება- დანათესავებას აპირებენ

Published on

დავით უსუფაშვილი არჩევნებში მისი პარტიის მიერ ნაჩვენებ დაბალ შედეგებს აფასებს და  სამომავლო გეგმებზე საუბრობს.  
,,რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ურჩობისთვის დავისაჯეთ და ეს იგრძნობოდა ჩემს ოლქში და ზოგადად, პარტიის მიმართაც. თუმცა, მირჩევნია დავისაჯო, ვიდრე არასწორი ნაბიჯისთვის დამაჯილდოონ ” .
მე რომ 2012 წელს ჩამეთვალა, საბურთალოს ოლქში მე გავიმარჯვე და მაგარი ვარ-მეთქი, შესაძლოა, ახლა დამარცხების გამო გული დამწყვეტოდა, თუმცა არც მე გამიმარჯვია მაშინ და არც ლევანს გაუმარჯვია ახლა. გაიმარჯვა იმ რესურსმა და ტალღამ, რაც „ქართულ ოცნებას ორივე არჩევნებისას ჰქონდა“, – განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი.
მისივე შეფასებით, ხალხი „რესპუბლიკელებს“ დღეს, როგორც შორეულ ნათესავს, ისე უყურებს და საჭიროა მათთან დაახლოება. 
„წლების განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ იარლიყები მოგვაკრა, ჩვენი პასუხი კი, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, არასაკმარისია. ივანიშვილიც კი ჩაერთო კამპანიაში, რომ „რესპუბლიკელები“ კულტურულ ღირებულებებს ებრძვიან… ეს გაუგებარი სტერეოტიპები უნდა დავამსხვრიოთ – ხალხი დღეს როგორც შორეულ ნათესავს, ისე გვიყურებს, თუმცა, დიახ, ნაკლები ნარცისიზმითა და ჯანსაღი ამბიციით მათი ახლო ნათესავები უნდა გავხდეთ“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

სიახლეები

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და...

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ახალქალაქიდან 20 კილომეტრში, სოფელ...