მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ბურჯანაძე მეორე ტურს ემიჯნება იმ მოსაზრებით, რომ შედეგები ისევ გაყალბდება

ნინო ბურჯანაძე მეორე ტურს ემიჯნება იმ მოსაზრებით, რომ შედეგები ისევ გაყალბდება

Published on

ნინო ბურჯანაძე მეორე ტურს ემიჯნება და ამას  წინასწარ გაყალბებული არჩევნების მტკიცე რწმენითა და მოლოდინით ხსნის 
ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეს და მის ამომრჩეველს მოუწოდოს არ მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში.
ამჟამად იგი  სააპელაციო სასამართლოს პასუხს ელოდება, სარჩელი 5 საარჩევნო ოლქის სხვადასხვა უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლას ეხება. სანამ ბურჯანაძე სარჩელს სააპელაციო სასამართლოში შეიტანდა, მან უკვე მიიღო წარმოების მიღებაზე უარი საქალაქო სასამართლოსგან, მანამდე კი ხმების ხელახალ დათვლაზე უარი განაცხადეს საოლქო კომისიის წარმომადგენლებმა.
ბურჯანაძის განცხადებით, საოლქო კომისიებში ხმები მმართველი ძალის მოთხოვნით არ დაითვალეს. ის ასევე განმარტავს, რომ გაბათილდა საჩივრები, რომელზეც ახსნა-განმარტებები კომისიის წევრებმა სუს-ის კარნახით დაწერეს.
როგორც ის ამბობს, ყველა საჩივრის განცხადებაში ერთი და იგივე მიზეზი იყო დასახელებული.
ბურჯანაძე ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში ადანაშულებს.
"ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ჩვენ ხმები მოგვპარა და თავის ჯიბეში გადაილაგა, სუს-ის ძალიან აქტიური და ძალიან ქმედითი ღონისძიებების შედეგად. ქვეყანაში სასამართლო აღარ არსებობს, არ არსებობს სამართლიანობის პოვნის არანაირი გარანტია, ქვეყანაში არჩევნები კარგავს აზრს. ქვეყანას აქვს მხოლოდ ორი გზა – ან ავტოკრატია ან რევოლუცია," – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ამომრჩეველს მხოლოდ ორს შორის გაეკეთებინა არჩევანი.
"ზუსტად იმიტომ გადაარჩინა „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილმა,ზუსტად იმიტომ იყო გართული კოჰაბიტაციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ დასმულიყო კითხვა და ადამიანები აღმოჩენილიყვნენ ასეთი არჩევანის წინაშე – “ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“. როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებდით, მქონდა ასეთი სლოგანი – არც „ქართული ოცნება“, არც „ნაციონალური მოძრაობა“, შემოხაზეთ მესამე-მეთქი. მესამე რომ შემოხაზულიყო რა თქმა უნდა, ჩვენ უმრავლესობით ვერ მოვიდოდით, მაგრამ დღეს ქვეყანა არ იქნებოდა იმის საფრთხის წინაშე, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდებოდა. დღესაც ვამბობ – არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.
 
 

სიახლეები

“არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ” – ნიკა გვარამია

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაე არგამოცხადების...

“ოცნების” პარლამენტი MEGOBARI აქტს “უაღრესად მტრულ აქტად” აფასებს

"ოცნების" პარლამენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ MEGOBAR აქტს "უაღრესად მტრულ აქტად" აფასებს. ამის...

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო დარბაზში დააკავეს. საქმე ეხება წულუკიანის კომისიაზე...

“დღეს, ქუჩაში ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის” – პაპუაშვილის პროპაგანდისტული ანგარიში

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პაპუაშვილმა გამოსვლა...