მთავარისიახლეებიმსოფლიოლუქსემბურგის შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხზე მსჯელობენ

ლუქსემბურგის შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხზე მსჯელობენ

Published on

 ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხს იხილავენ. 
გავრცელებული ცნობით, ლიდერები დაგმობენ სირიაში რუსეთის საჰაერო ოპერაციას და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვენ. საბოლოო დოკუმენტში კი ერთ-ერთი პუნქტი სირიისა და მისი მოკავშირეების საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე წარდგომას შეეხება.
ალეპოში შექმნილი სიტუაციისა და ზოგადად სირიის კონფლიქტის  დარეგულირება დამოკიდებულია ბაშარ ასადისა და მისი რეჟიმის მხარდამჭერი რუსეთის მთავრობის  მომქედებაზე – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ბორის ჯონსონმა ლუქსემბურგის შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე –  ჩვენ განვიხილავთ, როგორ გავაგრძელოთ ზეწოლა ასადის რეჟიმზე, რუსეთსა და ირანზე იმისათვის, რომ შეწყდეს დაბომბვები ალეპოში, რომელსაც ეწირებიან უდანაშაულო ბავშვები და ქალები.
მან აღნიშნა რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ეკონომიკურ სანქციებს და დიპლომატიურ წნეხს. ,,მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფკებას კონფრონტაციის ნაცვლად დაადგეს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტაზე მიმართულ გზას, რომელიც  ჟენევის მოლაპარაკებებზე გადის '' – დასძინა  ჯონსონმა. 

 

 

 

 
 

სიახლეები

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და...

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ახალქალაქიდან 20 კილომეტრში, სოფელ...