მთავარისიახლეებიექსკლუზივილიფტში აფეთქებული დონეცკელი ბოევიკი ,,მოტოროლა'' და მითი აფხაზების გრძელ ხელზე

ლიფტში აფეთქებული დონეცკელი ბოევიკი ,,მოტოროლა” და მითი აფხაზების გრძელ ხელზე

Published on

გუშინ საღამოს დონეცკში ლიკვიდირებულ იქნა  სეპარატისტი ბოევიკების  ერთ-ერთი ლიდერი არსენი პავლოვი, რომელიც მოტორილას სახელით არის ცნობილი.
 ბოევიკის ლიკვიდაციის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურეს როგორც დონეცკში, ისე კიევში.  ამ დროისათვის ცნობილია, რომ პავლოვის საცხოვრებელი სახლის ლიფტში  ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა  იმ მომენტში, როცა იქ  მოტოროლა შევიდა.   ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასთან ერთად დაიღუპა მისი პირადი დაცვის ერთი წევრიც.
დონეცკი და მოსკოვი ამ აფეთქებაში ხელს ადებენ კიევს, კონკრეტულად პატრიოტულ ძალებს, რომელნიც სულ უფრო მზარდ წინააღმდეგობას უწევენ სეპარატისტების მოძრაობას და დაქირავებულ რუს ბოევიკებს. 
მოტოროლას ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის წოდება აქვს მინიჭებული, და ბუნებრივია სეპარატისტულმა ხელისუფლებამ რესპუბლიკაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. 
მოტოროლა მონაწილეობდა მშვიდობიანი მოსახლეობის   სადამსჯელო ოპერაციებში, იგი ეჭვმიტანილია ადამიანების წამებასა და საჯარო დახვრეტებში  და 2015 წლის თებერვლიდან წაყენებული აქვს ბრალდება უკრაინის სისცხლის სამართლის კოდექსის 433 – ე მუუხლით, რაც ომის კანონების დარღვევას გულისხმობს. იგი შეტანილია იმ პირთა სიაში,  ვისაც ეკრძალება ევროკავშირის ქვეყნების ტარიტორიაზე შესვლა.
საინტერესოა, რომ დღეს დონეცკელი სეპარატისტები, რომელნიც  სოციალურ ქსელებში ინტენსიურად განიხილავენ მოტოროლას მკვლელობის საქმეს, სავარაუდო მლკვლელებს შორის განიხილავენ აფხაზ ბოევიკებსაც. საქმე ისაა, რომ  მოკლული, როგორც ,,ტავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხების'' აქტიური მხარდამჭერი, დიდი პატივით იყო მოსილი სეპარატისტული ხელისუფლებისა და აფხაზი მოსახლეობის მხრიდან, თუმცა ამ ზაფხულს ამ  დამოკიდებუელეიდან აღარაფერი დარჩა და უფრო მეტიც, ის და მისი მეუღლე აფხაზი ხალხისადმი  მტრულად განწყობილ ადამიანებად იქნენ გამოცხადებული. ეს მოხდა მას შემდეგ, როცა მოტოროლას მეუღლემ ელენა კოლენკინამ გამოაქვეყნა  სტატია აფხაზეთში დასვენების შთაბეჭდილებების შესახებ სათაურით ,,ყველგან ძღ – ია და ნგრევა. ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებს  ადამიანს ვერ უწოდებ''.  სტატიას აფხაზეთში მასობრივი აღშფოთება მოჰყვა, სოციალური ქსელები წალეკა  აფხაზი ბლოგერების ანტირუსული განწყობით ნიშანდებულმა კომენტარებმა და მუქარამ, რომ შურს იძიებენ თავიანთი ქვეყნის შეურაცხყოფისათვის.   
 დღეს აფხაზები წერენ, რომ  ლაპარაკი აფხაზების როლზე მოტოროლას მკვლელობაში  უფრო ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება, რადგან სოხუმს ასე გრძელი ხელი არა აქვს.  და მკვლელობის დამგეგმავი და ორგანიოზატორი კიევშია საძიებელი.
 
 
 
 
 

 
 

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...