მთავარისიახლეებიპოლიტიკადონეცკის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საველე მეთაური მეტსახელად "მოტოროლა" მოკლეს.

დონეცკის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საველე მეთაური მეტსახელად “მოტოროლა” მოკლეს.

Published on

დონეცკის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ერთ-ერთი საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“ მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, იმ სახლის ლიფტში, რომელშიც პავლოვი ცხოვრობდა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. აფეთქების დროს „მოტოროლა“ ლიფტში იმყოფებოდა და სიცოცხლესთან შეუითავსებელი დაზიანებები მიიღო. სეპარატისტები აფეთქების მოწყობაში უკრაინელებს ადანაშაულებენ.5 სეტქემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, პირობა დადო, რომ იპოვიდნენ და დასჯიდნენ უკრაინელი ჯარისკაცის იგორ ბრანოვიცკის მკვლელობაზე პასუხიმგებელ პირს. „დაკითხვების დროს, რომელიც ყველა საერთაშორისო კონვენციების დარღვევით მიმდინარეობდა, დაუმორჩილებლობის და სიძლიერის გამოვლენის გამო იგორი პირადად იქნა დახვრეტილი, არაადამიანი ბანდიტებიდან ერთ-ერთის, მოტოროლას მიერ“- განაცხადა პოროშენკომ და დასძინა, რომ ამას არავის აპატიებდა.
 
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...