შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დაადასტურეს, რომ სამართალდამცველებმა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე საარჩევნო უბანში საარჩევნო კომისიის წევრების მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 163 და 353 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 6 პირი დააკავეს. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიების ინფორმაციით აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და მათ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. როგორც შსს-ში განაცხადეს თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს.უწყების ცნობით გამოძიებას შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით აწარმოებს.
სიახლეები
საზოგადოება
მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...
საზოგადოება
სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.
რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...
სიახლეები
ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა
ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...
პოლიტიკა
ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...