მთავარისიახლეებიპოლიტიკაშესაძლოა პარლამენტის მომავალი სპიკერი ირაკლი კობახიძე გახდეს

შესაძლოა პარლამენტის მომავალი სპიკერი ირაკლი კობახიძე გახდეს

Published on

“ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გადაწყვეტილება შესაძლოა პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიიღოს.აღნიშნულ საკითხზე “ქართულ ოცნებაში“ ამჟამად მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გადაწყვეტილება არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც სხვა დანარჩენ საპარლამენტო პოსტებზე წარსადგენ პირებზე არ მიუღიათ და ამაზე მხოლოდ მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც არჩევნები მთლიანად დასრულდება. “ქართულ ოცნებაში“ პარტიის ცალკეული წევრები, მათ შორის დეპუტატები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მმართველი პარტია პარლამენტის თამჯდომარედ სწორედ კობახიძეს წარადგენს, რომელსაც საარჩევნო სიაში მესამე ადგილი უკავია და მას შემდეგ რაც, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუბრუნდებიან, სიის ლიდერად რჩება.აქცენტი იმაზეც კეთდება, რომ კობახიძე პარტიის გამოკვეთილი პოლიტიკური სახეა.
 
 
 
 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...