მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკო იმ მიზეზებს განმარტავს,რის გამოც 3 უბნის შედეგები არ არის მოცემული

ცესკო იმ მიზეზებს განმარტავს,რის გამოც 3 უბნის შედეგები არ არის მოცემული

Published on

ცესკო იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მათ ვებგვერდზე 3 უბნის შედეგები არ არის მოცემული. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, აღნიშნული სამი უბნიდან 2 ჯიხაშკარშია, ერთი კი დიდუბეში. 
”ამ ეტაპზე ცესკოს ვებგვერდზე მოცემული არ არის სამი უბნის მონაცემები. ამ სამი უბნიდან 2 ჯიხაშკარშია, სადაც ცნობილი მოვლენები მოხდა. აღნიშნულ უბანზე რა თქმა უნდა, ვერ შედგა შემაჯამებელი ოქმი. აღნიშნული უბნის ბათილობის საკითხს განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისია. ამის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება. რაც შეეხება დიდუბის 26-ე საარჩევნო უბანს, ამ უბანთან დაკავშირებით საოლქო-საარჩევნო კომისია იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ანა მიქელაძემ. .

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...