მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართულ ოცნებაში'' აცხადებენ, რომ ხმები ,,თავისუფალი დემოკრატებიდან'' წასული ლიდერების შესაძლო დანიშვნაზე...

,,ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ხმები ,,თავისუფალი დემოკრატებიდან” წასული ლიდერების შესაძლო დანიშვნაზე სახელმწიფო პოსტებზე უსაფუძვლოა

Published on

მედიასივრცეში ვრცელდება ინფორაცია, რომ  ვიქტორ დოლიძე შესაძლოა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე დაინიშნოს. ამავე დროს სოციალურ ქსელში გამოითთქმის ვარაუდი, რომ ირაკლი ალასანიასა  და ალექსი პეტრიაშვილის განცხადებები პარტიიდან წასვლის შესახებ ივანიშვილთან ვაჭრობის შემადგენელი ნაწილია  და მათ პირად პერსპექტივაზე გათვლილი ნაბიჯი. 
 
”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და კატეგორიულად გამორიცხავს  ”თავისუფალი დემოკრატების” რომელიმე წარმომადგენლის შესაძლო დანიშვნას სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე .
„ეს საკითხი არ განხილულა და ალბათ არც განიხილება. არ ვიცი ვინ შემოიტანა აღნიშნული საკითხი მედიასივრცეში. რაღაც სკანდალური თემის შემოტანას გავს. მე ერთხელ ვთქვი, რომ პარლამენტში კარგი თანამშრომლობა გვქონდა ვახტანგ ხმალაძესთან, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ასევე შევაქე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში თანამშრომლობის გამო ნოდარ ებანოიძე. ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ძალიან პროდუქტიული იყო მასთან ერთად თანამშრომლობა საერთაშორისო საპარლამენტო სტრუქტურებში. შევაქე იგი როგორც გამოცდილი დიპლომატი და ადამიანი, რომელიც ჯერ ქვეყანაზე ფიქრობს და ამის შემდეგ პარტიულ შიდა ინტერესებზე. ეს არანაირად არ ნიშნავს რომელიმე კანდიდატურის განხილვას რაიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ამის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”, – განაცხადა ვოლსკიმ ინტერპრესნიუსთან საუბარში.  
მისივე თქმით, მით უფრო ამ კონტექსტში საუბარი არ ყოფილა ირაკლი ალასანიასა და ალექსანდრე პეტრიაშვილზე, რომელთა ხედვები და პოზიციები ”ქართული ოცნებისათვის” შეუსაბამოა. 
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....