მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ბრძოლა გრძელდება და, რამდენიც არ უნდა იფართხალოს ივანიშვილმა, დარწმუნებული...

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ბრძოლა გრძელდება და, რამდენიც არ უნდა იფართხალოს ივანიშვილმა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში დამთავრდება ძალიან სერიოზული შემობრუნებით და საქართველოს წინსვლით (Video)

Published on

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ  არჩევნები წარიმართა დიდი დარღვევებით და საარჩევნო კომისიები ისტერიულად მუშაობდნენ,  რომ დაესვათ ივანიშვილის მიერ  წინასწარ დააანონსებული შედეგები. 
,,მინდა მოგმართოტ დღეისათვის დააანონსებულ სედეგების გამოცხადებასთან დაკავშირებით –  ნათქვამია განცხადებაში , რომელსაც იგი თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს – ,,ჩვენ ყველამ დავინახეთ, ვისაც თვალები აქვს და ყურები აქვს, რომ ეს არჩევნები წარიმართა დიდი დარღვევებით ამის საფუძველს მაძლევს ის ,რომ ივანიშვილმა წინასწარ დააანონსა რა შედეგის მიღება უნდოდა და საარჩევნო კომისიები ისტერიულად მუშობდა, რომ დაესვათ ეს შედეგი,“ 
 
ამავე დროს ჩვენი ვალია  ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ხმა აიღო როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, ისე ივანიშვილის პარტიამ  და არასწორია ჩვენი მომხრეების მხრიდან ზოგადად ქართველი ხალხის რაღაც ნაწილის დადანაშაულება, შეურაცხყოფის მიყენება . ბევრმა ადამიანმა გუწრფელად გადაწყვიტა ასე და ჩვენ ერთმანეთის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ.დღესავით ნათელია, ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების არჩევანს არანაირ პატივს არ სცემს და ფეხქვეშ გათელა მათი უფლებები.
მე ვაკვირდებოდი თითქმის ყველა ოლქს, განსაკუთრებული მიზეზების გამო ყურადღებით ვაკვირდებოდი მათ შორის ზუგდიდის საარჩევნო  ოლქს.
წინასწარ ივანიშვილმა დააანონსა რომ სანდრა ვერ გავიდოდა. ხელმოუწერელი და გაუფორმებელი ბიულეტები…  თუმცა ეს არ ეყო ამ საქმეს, იმდენად დიდი იყო იქ სანდრას უპირატესობა, და იმისათვის, რომ მეორე ტურში გადაეყვანათ საქმე აამოქმედეს კარუსელი,   ამისათვისსემოიყვანეს  ბანდიტები, შევარდნაძისდროინდელი, შენგელიას მეთაურობით, რომელთაც უბრალოდ დაარბიეს ის საარჩევნო უბნები, სადაც ყველაზე მეტი შედეგი იყო მიღებული. ასე ტარდებოდა არჩევნები სამეგრელოში, ასე ტარდებოდა კახეთში, ასე, ბოლო საათებში გაყალბდა არჩევნები აჭარაში და ძალიან დიდი მასშტაბით თბილისში  კარუსელის ტრიალით, რაც უფრო ადვილია და  ზოგადად ნიშანდობლივია ურბანულ ცენტრებში, სადაც ხალხი ისე არ იცნობს ერთმანეთს, როგორც სოფლებში. თუ ნახავთ ციფრებს, როდესაც ერთი და იგივე ადგილას, გვერდიგვერდ უბნებში განსხვავება შეადგენს რანმდენიმე ათეულ, ზოგჯერ 80 – 90 პროცენტსაც, ძალიან ბევრი რამ ხდება ნათელი.
 
უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს დოკუემენტირება ყველა ამ უხეში დარღვევის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გასაცნობად  და ყველაფერ ამის მომავალში  გასათვალისწინებლად 
ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში რამე შეიცვლება, სანამ მთავარი ფაქტორები არის იქ , რა თქმა უნდა უაზრობაა, მეორე ტურის წინ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ მის კანდიდატებს გაამარჯვებინებს ყველა ოლქში. რა თქმა უნდა,  დღევანდელ საარჩევნო პირობებში ეს ასეც იქნება, ამიტომ პირველი,  რაც მინდა გითხრათ – მე ვერ ვხედავ აზრს ( რა თქმა უნდა,  ეს ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია) მეორე ტურში მონაწილეობის  და ამით პრაქტიკულად უხეში დარღვევებით ჩატარებული ამ არჩევნების ლეგიტიმაციის აზრს.
რაც შეეხება შემდეგ მოქმედებას. ახლა არ არის ხელების ჩამოშვების, ფრუსტრაციის დრო, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ შემდგომი პერიოდი იქნება ძალიან რთული.  
ივანიშვილმა, როგორც დააანონსა,  მოიპოვა დიდი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შეეცდება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას, საპრეზიდენტო პირდაპირი არჩევნების გაუქმებას.
ის აუცილებლად შეეცდება ”რუსთავის 2”-ის მთელი მენჯმენტის გამოცვლას, მთალიანად სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ზოგადად მედიის აბსოლუტურ კონტროლს. 
ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება გადაჯგუფება. ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი და გავხდებით კიდევ უფრო მეტი მომავალში. ჩვენ აუცილებლად მოვაშორებთ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმს.
 
რაც შეეხება ამ მძიმე დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური ძალის, ”ნაციონალური მოძრაობის” მონაწილეობას, ამ საკითხზე არსებობს სხვადასხვა აზრი ( ორივე მხარეს აქვს თავისი არგუმენტები), .
მე ვფიქრობ, რომ დღეს ”ნაციონალური მოძრაობიდან” არჩეული დეპუტატების, როგორც მინიმუმ ვალდებულებაა შეხვდნენ საქართველოს ყველა რეგიონში ხალხს, ვინც მხარი დაგვიჭირა, შეხვდნენ ჩვენს აქტივისტებს, ვის მხრებზეც გადაიარა ამ არჩევნებმა და მანამ სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ თემაზე, მაინც იკითხონ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების და ზოგადად საზოგადოების აზრი.
ეს არის დემოკრატიული, ეს იქნება პატიოსანი და ასეთი კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრად სწორი და ეფექტური გაგრძელება მოჰყვება. 
ჩვენ ვეკუთვნით არა უბრალოდ ჩვენ თავს, ჩვენ ვეკუთვნით ჩვენს მხარდამჭერებს , საქართველოს პატრიოტების ძალიან დიდი მასას. ამიტომ, ხალხთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და რამდენიც არ უნდა იფართხალოს ივანიშვილმა, დარწმუნებული ვარ უახლოეს პერიოდში დამთავრდება ძალიან სერიოზული შემობრუნებით და საქართველოს წინსვლით. 
დღეს ჩვენ აღმოვჩნდით განსაცდელში, მაგრამ ყველაფერი რაც არ კლავს, აძლიერებს. ამ განსაცდელიდანაც გამოვალთ ბევრად უფრო გაძლიერებულები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, მოსყიდვებისა, ბინძური პროპაგანდის, ტყუილების არ შეეშინდა და ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოში ერთადერთ, ჩამოყალიბებული ბოლომდე ორგანიზებული ძალა არის მხარდაჭერის ღირსი. მე არასოდეს პირადად არ დავივიწყებ და მუდმივად ვიქნები თითოეული თქვენგანის ვალში. ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. უნდა გავიაროთ, ეს პრობლემებიც, გადავწყვიტოთ და აუცილებლად მივიღებთ შედეგს”, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ -ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა. 17 აპრილის მთავრობის...

“პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე – არავის ჰუმანურობა არ მჭირდება” -ჭიჭინაძე

"დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერმინისტრმა პირდაპირ დაგვადანაშაულა ჩვენ იმაში, რასაც პროკურატურა გვედავება. პირდაპირ განაცხადა,...

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. ფოტოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს....

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კიდევ ერთი თანამშრომელი გააფრთხილა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა...