მთავარისიახლეებიპოლიტიკახარაგაულის რაიონის სოფელ უბისაში ნაცემია ნაციონალური მოძრაობის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი

ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისაში ნაცემია ნაციონალური მოძრაობის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი

Published on

დაპირისპირება იყო გუშინ საღამოს ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისაში. ნაცემია ნაციონალური მოძრაობის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. დავით მახათაძის თქმით, მას სოფლის რწმუნებული გაუსწორდა.როგორც ყვება, რწმუნებული მოგვიანებით ისევ მიბრუნდა მის სახლში თანმხლებ პირებთან ერთად და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მისი ოჯახის წევრებსაც. დაზარალებულის ინფორმაციით, თავდასხმა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.დავით მახათაძე და მისი ოჯახის წევრები სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ცემის მუხლით მიმდინარეობს.
 
 

სიახლეები

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...