მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ალასანია:მივიღე გადაწყვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან

ირაკლი ალასანია:მივიღე გადაწყვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან

Published on

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან დროებით გასვლის შესახებ განაცხადა. ალასანიამ მიზეზებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.ირაკლი ალასანიას თქმით, ის გორში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მან მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გადაწყვიტა კამპანია შეაჩეროს. ირაკლი ალასანიამ გორელებს მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა.  ირაკლი ალასანიას თქმით, თავისუფალი დემოკრატები მუშაობას აგრძელებს.„პარტია აქტიურ მუშაობას გააგრძელებს, რომ უკეთესი შემადგენლობით შევხდეთ ადგილობრივ არჩევნებს,“- განაცხადა ალასანიამ.იმის შესახებ, თუ ვინ დარჩება პარტიაში, ალასანიას თქმით, ყველა მიიღებს ინდივიდუალურად გადაწყვეტილებას. დღესვე თავისუფალი დემოკრატები პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვა. პეტრიაშვილმა ირაკლი ალასანიას განცხადებამდე, რამდენიმე საათით ადრე, პარტიის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
 

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...