მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი-''შემაშფოთებელია, როდესაც არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში აშკარად იგრძნობოდა ფარული ხელი''

დავით უსუფაშვილი-”შემაშფოთებელია, როდესაც არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში აშკარად იგრძნობოდა ფარული ხელი”

Published on

"შემაშფოთებელია, როდესაც არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში აშკარად იგრძნობოდა ფარული ხელი, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობას არჩევნების შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიგვეღო გარკვეული პროცესებით. ეს დაუშვებელია,"- ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა გააკეთა.რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ტენდენციების გაგრძელება. "ეს იყო გაგრძელება იმ ტენდენციების, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მრავლად ვნახეთ, შემთხვევით სწორ დროს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები, შემთხვევით სწორ დროს აღმოჩენილი იარაღის სამალავები, ასევე შემთხვევით სწორად შერჩეული პირველი საუბნო კომისიის ოქმები, რომელიც ვიღაც პარტიისთვის მაქსიმალურ შესაძლო შედეგს აჩვენებს, სხვისთვის მინიმალურს, ეს შემთხვევით ემთხვევა ეგზიტპოლების შედეგებს, რომელმაც უსუსურობა და არაობიექტურობა დაამტკიცეს,"- აღნიშნა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ აცხადებს, რომ ისურვებდა, საარჩევნო პროცესში ყოფილიყო მეტი ორგანიზებულობა."საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში აშკარად შეინიშნებოდა კვალიფიკაციის ნაკლებობა, ხარვეზი უზრუნველყო, განსაკუთრებით შედეგების შეჯამებისას,"- აღნიშნა უსუფაშვილმა. რესპუბლიკური პარტიის ლიდერის თქმით, ხარვეზების მიუხედავად, არჩევნები შედგა. "სასიამოვნოა, რომ 8 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების გაცილებით უკეთესი საშუალება ჰქონდათ, ვიდრე წინა საპარლამეტო არჩევნების დროს. საარჩევნო პროცესში სერიოზული ხარვეზები იყო, დანაშულის ნიშნებიც, თუმცა არ არის საფუძველი, რომ ეჭქვეშ დადგეს არჩევნების ლეგიტიმურობა, არჩევნები შედგა,"- აღნიშნა უსუფაშვილმა. 
 
 

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...