მთავარისიახლეებიპოლიტიკარა თქვა სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია 112-ის ეთერში

რა თქვა სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია 112-ის ეთერში

Published on

ოდესის ოლქის გუბერნატორმა უკრაინული ტელეკომპანია 112-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩასვლას გეგმავს. თუმცა მმართველი პარტია და მისგან მართული მედია ამ ინტერვიუს კონტექსტიდან ამოგლეჯილად აქვეყნებს და, თუ სოც ქსელში ,,ქართული ოცნების'' მომხრეთა ყიჟინით ვიმსჯელებთ, ზეიმობს, რომ ,,სააკაშვილი  საქართველოში ჩამოსვლას უფრთხის''
აი, რა განაცხადა სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილმა:
ჩემს პარტიას საქართველოში მაღალი მხარდაჭერა აქვს , რაც ბოლო მიტინგმაც დაადასტურა:
"წარმოიდგინეთ, პირადად ჩემ შესახებ 24-სერიიანი ფილმი გადაიღეს, რომელსაც ყველა თავიანთ არხზე აჩვენებენ. ეს ფილმი 20 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ. წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ ჩემი ამ მეოცნებეებს ივანიშვილის პრორუსული პარტიიდან? მათ ჩემზე საქმე აღძრეს, მაგრამ ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში აქცია გაიმართა, სადაც 70 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ეს ძალიან ბევრია, დაახლოებით იმდენია, მაგალითად, უკრაინაში რომ გამოსულიყო 500 000 ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ თითს ვერავინ დამაკარებს იმ პირობებში, როდესაც თითქმის მთელი პოლიცია ჩვენ მხარეზეა, შეიარაღებული ძალები ჩვენ მხარეზეა, ანუ სახელმწიფოებრიობის და კანონის მხარეზე. ივანიშვილის სამართალდამცველებს არ ეყოფათ ძალა, მე რომ მომწვდნენ. მათ ხელები ძალიან მოკლე აქვთ. რა თქმა უნდა, მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი, არჩევნებში გამარჯვება უფრო მარტივი იქნებოდა. თუმცა ახლა ჩემი პარტია ლიდერობს, ჩემი მეუღლე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერია. ვფიქრობ, ამ არჩევნების გამარჯვების ძალიან კარგი შანსები გვაქვს. უკრაინასთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს, მე აქ ისე არ ჩამოვსულვარ, მე არ ვარ გასტროლიორი, არ ვფიქრობ, რომ აქ ბრძოლის ველი უნდა მივატოვო. თუმცა აუცილებლად, არჩევნების შემდეგ მე ჩავალ საქართველოში, მე დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ავიღებ შვებულებას საკუთარ ხარჯზე და უახლოეს დღეებში გარკვეულ პროცესებში ჩავერთვები. წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ იმიტომ არ ჩამოვედი, რომ ხელისუფლება ამას ძალადრობრივი ქმედების საბაბად გამოიყენებდა", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დროას წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების გამო 5000-5000 ათასი ლარით დაჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დროას წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების...

ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები აშშ-ში დაიწყო – სალომე ზურაბიშვილი IRI-ის ვიცე-პრეზიდენტს და ევრაზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე-პრეზიდენტს და...

დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას! -18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში, დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება

"დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას!" - 18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება მოქალაქეები...

2024 წლის 11 თვეში წინა წელთან შედარებით ბიუჯეტში სანქციებით და ჯარიმებით 28 მილიონით მეტი თანხა შევიდა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტში სანქციებით, ჯარიმებითა და საურავებით...