ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერმა, სანდრა რულოვსმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ყოფილმა პირველმა ლედიმ ხმა თბილისის ნომერ მე-19 საარჩევნო უბანზე მისცა.
რულოვსი საარჩევნო უბანზე შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მივიდა.
როგორც რულოვსი ამბობს, მან არჩევანი იმ პარტიაზე გააკეთა, რომელიც ქვეყანას მშვიდობას და კეთილდღეობას მოუტანს: ”მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ სწორ არჩევანს გააკეთებს. დღეს გადაწყდება, გადარჩება თუ არა საქართველო.”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.