მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. „ქართული...

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. „ქართული ოცნება“ გრძნობს არჩევნებში დამარცხებას.”

Published on

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა. 
როგორც ტუღუშმა აღნიშნა, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბანი „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერაა დარბეული.
„ძალიან მძიმე ფაქტია რაც მარნეულში ხდება. „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ისროდნენ ქვებს, იყენებდნენ ხელკეტებს. ჩვენი ინფორმაციით, გატაცებულია საარჩევნო ყუთი. პოლიციამ ვერ აღკვეთა ეს ფაქტი. როგორც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია. პოლიციის ნაწილმა დატოვა კიდეც უბანი. როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. ეს ისტერია გამოწვეულია სწორედ იმით, რომ „ქართული ოცნება“ გრძნობს არჩევნებში დამარცხებას. მესმის რომ ეშინიათ მარცხის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები მოხდეს“, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა. 
მისივე თქმით მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბნზე მომხდარ ფაქტს წინ უძღვოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამაზ ნავერიანის ვიზიტი სხვა საარჩევნო უბნებზე, ე.წ. კუნთმაგარ მხარდამჭერებთან ერთად. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...