მთავარისიახლეებიპოლიტიკამსახიობ ზურაბ ლაშხიას ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს

მსახიობ ზურაბ ლაშხიას ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს

Published on

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს ზურაბ ლაშხიას კორცხელის 53 – ე საარჩევნო უბანში შესვლისა და ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს. კომისიის თავმჯდომარე ამის მიზეზს ხსნის იმით, რომ მას შემდეგ, რაც 20 00 საათი შესრულდა, ხმის მიცემის უფლება მიეცათ მხოლოდ მათ, ვინც ამ დროისათვის რიგში იდგა.
ზურაბ ლაშხია აცხადებს,  რომ ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების გამო  მან ვერ შეძლო საარჩევნო უბნის ეზოში დალოდებოდა თავის რიგს და მცირე ხნით გავიდა ამ ტერიტორიიდან, თუმცა როცა დაბრუნდა, რიგში მდგომთა სიები უკვე შედგენილი იყო და მასში ჩაწერაზე უარი უთხრეს.
ზურაბ ლაშხია აცხადებს, რომ იგი წლებია სწორედ ამ უბანშია დარეგისტრირებული, აქვს თავისი ნომერი საარჩევნო სიაში , სრულ წესრიგში ავს დოკუმენტაცია, ჰყავს უამრავი მოწმე, რომელიც ხმის მიცემის ბოლო საათს მას რიგში ხედავდა და ამ უარში სხვა მოტივაციას ხედავს. იგი თვლის, რომ საარჩევნო კომისიამ დაარღვია მისი, როგორც ამომრჩევლის უფლებები.  

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......