მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბერძენიშვილის განცხადებით, მანქანაში მყოფი ოცნების კორდინატორები დეტალურად იწერენ ინფორმაციას, თუ ვინ...

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მანქანაში მყოფი ოცნების კორდინატორები დეტალურად იწერენ ინფორმაციას, თუ ვინ მივიდა საარჩევნო უბანზე

Published on

ბათუმში, 51-ე საარჩევნო უბანთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ერთმანეთს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი და რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდნენ. ვითარება უბანთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც დავით ბერძენიშვილი აღნიშნული ადამიანების ადგილზე ყოფნის მიზეზით დაინტერესდა. ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ საარჩევნო უბანთან მანქანაში მყოფი რამდენიმე ადამიანი ქართული ოცნების კოორდინატორები არიან და დეტალურად იწერენ ინფორმაციას, ვინ მივიდა საარჩევნო უბანზე და ვინ არა. ბერძენიშვილი ამბობს, რომ შემდეგ კოორდინატორები იმ მოქალაქეებს უკავშირდებიან, რომლებიც არჩევნებზე არ მივიდნენ და მათ დაშინებას ცდილობენ. ბერძენიშვილის ბრალდებებს მოქალაქეები უარყოფენ. კითხვაზე რატომ სხედან ავტომობილში მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბანთან, ისინი ამბობენ, რომ მოსწონთ ეს ადგილი. 
 
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მედიის დაშვების

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და...

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...