ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს ზოგად შეფასებას აქვეყნებენ

0
376
არასამთავრო ბოორგანიზაციები„საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგჰენდი” აჯამებენ წინასაარჩევნო გარემოს და მიიჩნევენ, რომ უდიდესი გამოწვევა არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვაა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, მართალია, არ ჰქონია სისტემური ხასიათი, თუმცა საჭიროა, ეფექტიანი რეაგირება ასეთი შემთხვევების სრული აღმოფხვრისათვის.2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი გორსა და ზუგდიდში გამოირჩეოდა საკმაოდ დაბალანსებული გარემოთი, მცირე იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებიც, თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა და გახშირდა ურთიერთდაპირისპირების შემთხვევები, სადაც ფიზიკური დაპირისპირება და იარაღის გამოყენებაც კი ხდებოდა.საარჩევნო გარემოსათვის გამოწვევად რჩება საარჩევნო ადმინისტრაციის დისტანცირება პარტიისაგან, კითხვის ნიშნები რჩება კომისიების წევრების არჩევასთან დაკავშირებით, მათ დამოუკიდებლობასა და კვალიფიკაციასთან მიმართებით.პროექტ „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის“ მიერ უკვე გამოქვეყნდა შუალედური ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ცალკეული შემთხვევები. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას სისტემური ხასიათი არ ჰქონია, თუმცა თითოეულ ფაქტზე სათანადო რეაგირება აუცილებელია.პროექტის ფარგლებში რამდენიმე ფაქტზე გავრცელდა საჯარო განცხადება, გარდა ამისა, დაიწერა სამი საჩივარი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე გორსა და ზუგდიდში, რომელთაგან ერთი უკვე დაკმაყოფილდა, ხოლო ორი განხილვის ეტაპზეა.შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო პერიოდის მშვიდ გარემოში წარმართვა უმთავრესი პრიორიტეტია, რისთვისაც აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ საკუთარი ვალდებულებების პირნათლად და სრულყოფილად შესრულება. გარდა ამისა, მივმართავთ პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავი შეიკავონ აგრესიული კამპანიის წარმოებისაგან და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს ოპონენტი ძალების პატივისცემისაკენ. ასევე მივმართავთ საჯარო დაწესებულებებს და მმართველ გუნდს, მინიმუმამდე დაიყვანონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ცდუნება და თავი შეიკავონ ასეთი რესურსების ბოროტად გამოყენებისაგან.დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არ შემოიფარგლება მხოლოდ კენჭისყრის დღეს პროცედურების ზედმიწევნით დაცვით. წინასაარჩევნო პერიოდს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რის გამოც, აუცილებელია, ამ დროს დაცული იყოს მშვიდი, კონკურენტული და სამართლიანი გარემო. მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას და სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ კენჭისყრის დღეს და მის შემდეგ სიმშვიდე და უსაფრთხოება, რათა დაცული იყოს დემოკრატიული პროცესები.განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით. განცხადების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას.
წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის მიმართვა არჩევნებამდე
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება.(VIDEO)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური