მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თავისუფალი ზონის'' წევრები დაკითხვაზე იძულების წესით მიიყვანეს

,,თავისუფალი ზონის” წევრები დაკითხვაზე იძულების წესით მიიყვანეს

Published on

,,თავისუფალი ზონის'' 2 წარმომადგენელი, მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია, სუს-მა იძულების წესით დაკითხვაზე გადაიყვანა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც  მათ ორი დღის წინ სუს-ში დატოვეს შეტყობინება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო დაკითხვაზე ვერ მივიდოდნენ. დღეს მათ დაახლოებით 11:00 საათზე სახლში მიაკითხეს და შემდეგ ე.წ. მოდულის შენობაში სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაიყვანეს.
 მარიამ ბაშარულის ინტერესების დამცველის ირაკლი ზაქარეიშვილის თქნმით,   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცდილობს, რომ ამ ახალგაზრდებს ხელი შეუშალოს საარჩევნო  საქმიანობაში :  ”ორი დღის წინ მათ დატოვეს სუს-ში განცხადება, რომ საარჩევნო პერიპეტიების გამო რამდენიმე დღე ვერ ახერხებდნენ მოსვლას, თუმცა გაცვივდნენ და მოიტანეს განჩინება, მოიყვანეს იძულების წესით დაკითხვაზე. რაღაც სპეცოპერაციასავით ჩაატარეს, ჩაყარეს მანქანაში და გამოიყვანეს ეს ახალგაზრდები. მინდა ვთქვა, რომ სუსი ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას, რომ ამ ახალგაზრდებს ხელი შეუშალოს საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ 8 ოქტომბერს ეს მარაზმი დასრულდება”, – განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა. 
,,თავისუფალი ზონის'' წევრები დაკითხვაზე 315-ე მუხლთან დაკავშირებით იმყოფებიან, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს.ადვოკატები ვარაუდობენ, რომ უწყებაში თავისუფალი ზონის წარმომადგენლების გადაყვანა გავრცელებულ ფარულს სატელეფონო ჩანაწერს უკავშირდება, სადაც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრები ფიგურირებენ .

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...