მთავარისიახლეებიპოლიტიკაადვოკატი: „დაკავებული პირების ადგილსამყოფელის გარკვევა სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.“

ადვოკატი: „დაკავებული პირების ადგილსამყოფელის გარკვევა სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.“

Published on

წუხელ პოლიციაში დაკითხვაზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ დიდინეძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა და მანუჩარ ქირია სახალხო დამცველის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა მოინახულა. ლევან პაპავას თქმით, მათ გარეგნულად ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდათ და არც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე უსაუბრიათ. მათი ადვოკატის, ბაჩუკი ყურაშვილის განმარტებით, დაახლოებით ღამის 2 საათამდე ვერ გაარკვიეს, სად იმყოფებოდნენ დაკავებულები, მათი ადგილსამყოფელის გარკვევა ადვოკატის თქმით, მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ინციდენტი დიდინეძში წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. მორიგე ექიმის განმარტებით, რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული 3 პირიდან ორს თვინიშ შერყევა აქვს. შსს -ს ინფორმაციით, მოხდრარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას ითვალისწინებს.
 

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...