მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტის რეზიდენციაში შეკრებილ საზოგადოებას რომის პაპმა სიტყვით მიმართა

პრეზიდენტის რეზიდენციაში შეკრებილ საზოგადოებას რომის პაპმა სიტყვით მიმართა

Published on

თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო წარმოგვიდგება ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს და ურთიერთობას უადვილებს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმართვისას განაცხადა.რომის პაპმა მადლობა გადაუხადა ყოვლისმპყრობელ ღმერთს, რომ შესაძლებლობა მისცა მას სწვეოდა ამ კურთხეულ მიწას, კულტურათა და ცივილიზაციათა შეხვედრისა და სასიცოცხლო ურთიერთგაცვლის ადგილს, რომელმაც, მეოთხე საუკუნეში წმიდა ნინოს ქადაგებიდან მოყოლებული, ქრისტიანობაში ჰპოვა თავისი სიღრმისეული მეობა და საკუთარ ფასეულობათა მყარი საფუძველი. ”როგორც წმიდა იოანე პავლე მეორემ თქვენს სამშობლოში სტუმრობისას განაცხადა: “ქრისტიანობა იქცა იმ მარცვლად, რომლიდანაც შემდგომში აყვავდა ქართული კულტურა” და ამ მარცვალს კვლავაც მოაქვს თავისი ნაყოფი. ვიგონებ რა ჩვენს შარშანდელ შეხვედრას ვატიკანში და იმ კეთილ ურთიერთობებს, რომლებსაც საქართველო მუდამ ინარჩუნებდა წმიდა საყდართან, გულითად მადლობას მოგახსენებთ, ბატონო პრეზიდენტო, სასურველი მოწვევისათვის, იმ თბილი მისასალმებელი სიტყვისათვის, რომლითაც მომმართეთ სახელმწიფოს ხელისუფლებისა და მთელი ქართველი ერის სახელით”, – განაცხადა რომის პაპმა.მისივე თქმით, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო წარმოგვიდგება ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს და ურთიერთობას უადვილებს.”თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თქვენივე კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში. ამავე დროს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო წარმოგვიდგება ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს და ურთიერთობას უადვილებს. ხიდად, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შესაძლებელი გახადა გასხვავებულ სამყაროთა შორის როგორც სავაჭრო ურთიერთობები, ასევე დიალოგი და აზრთა თუ გამოცდილებათა გაცვლა-გამოცვლა. თქვენი ეროვნული ჰიმნიც ხომ ამაყად გვიცხადებს: “ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანა”. სამშობლო მართლაც ხატია, მეობას რომ გვიყალიბებს, იერსახეს გვანიჭებს და ისტორიას გვისახავს. თავისუფალი, თუმცა არცთუ გადაულახავ კედლებად ცადაზიდული მთები კი ბრწყინვალებით აღავსებენ ხეობებსა და მინდორ-ველებს, ერთმანეთთან აკავშირებს მათ და, ამავე დროს, თავისებურად, ერთურთისგან განსხვავებულად წარმოგვიჩენენ თითოეულ მათგანს. ყველანი ერთად კი ერთ საერთო ცას უწყობენ ხმას, ზემოდან რომ დაჰყურებს და იფარავს მათ”, – განაცხადა რომის პაპმა. 
 

სიახლეები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დროას წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების გამო 5000-5000 ათასი ლარით დაჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დროას წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების...

ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები აშშ-ში დაიწყო – სალომე ზურაბიშვილი IRI-ის ვიცე-პრეზიდენტს და ევრაზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე-პრეზიდენტს და...

დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას! -18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში, დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება

"დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას!" - 18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება მოქალაქეები...

2024 წლის 11 თვეში წინა წელთან შედარებით ბიუჯეტში სანქციებით და ჯარიმებით 28 მილიონით მეტი თანხა შევიდა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტში სანქციებით, ჯარიმებითა და საურავებით...