მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,,ქართულმა ოცნებამ'' ფული ისესხა, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, სესხს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარავს

,,,ქართულმა ოცნებამ” ფული ისესხა, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, სესხს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარავს

Published on

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ,,,ქართულმა ოცნებამ'' წინასაარჩევნოდ ,,ქართუ ბანკისგან'' ერთი მილიონი ლარი ისესხა.სესხი ოთხთვიანია, საპროცენტო განაკვეთი –  11%. ბანკმა პარტიისგან უზრუნველყოფის სახით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიღო. ამ მუხლის მიხედვით, პარტიას, რომელიც არჩევნებში 10%-ს ან მეტს აიღებს, ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს. 

,,ივანიშვილის დაფუძნებული ბანკის მიერ  ივანიშვილის დაფუძნებული პარტიისთვის მილიონიანი სესხის მიცემა საარჩევნო შემოწირულობების 60 ათას ლარიანი ლიმიტისთვის თავის არიდებას ჰგავს. ამავდროულად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ქართუ ბანკს სესხის ღირებულებას მაღალი ალბათობით არა ,,ქართული ოცნება'', არამედ ბიუჯეტი გადაუხდის. – ამბობს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი – ეს არის შეწირულობის გაკეთება პარტიისთვის ისეთი მეთოდით, რომ კანონი ტექნიკურად არ დაირღვეს, რომ პირმა 60 000 ლარზე მეტი არ უნდა შეწიროს. ამასთან ერთად კიდევ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი. ბიუჯეტი რადგან უნაზღაურებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, თითოეულმა გადასახადის გადამხდელმა, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, დავაფინანსეთ ,, ქართული ოცნება'' და მისი საარჩევნო კამპანია. ასევე, მილიარდერი ამ ფულს იბრუნებს ბიუჯეტიდან, როგორც ეს რამდენჯერმე გააკეთა თუნდაც სოფლად ფულის დახარჯვის შემდეგ 2013 წელს". 
.
 
 

სიახლეები

მინისტერიალზე საქართველოს მიწვევა ელჩის დონეზე მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე არ არის მიწვეული საქართველოს საგარეო...

რა თქვა დონალდ ტრამპმა გაეროს ტრიბუნიდან

გაეროს ტრიბუნიდან დონალდ ტრამპის ციტატების კრებული: 🔹არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სადარი სხვა ქვეყანა. 🔹აშშ-ს აქვს...

ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს – ევროკომისია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და...

“დილით არჩევნებზე და საღამოს აქციაზე” ივანიშვილის თამაშია – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს...