მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, გირჩს'' ივანიშვილი აფინანსებს'', ,, ბურჭულაძე მაშანტაჟებდა '' - რა...

,, გირჩს” ივანიშვილი აფინანსებს”, ,, ბურჭულაძე მაშანტაჟებდა ” – რა მოხდა ბლოკში ,,სახელმწიფო ხალხისათვის”?

Published on

."სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა  პაატა ბურჭულაძემ  "გირჩს" ბლოკი   დაატოვებინა და ამის მიზეზად დაასახელა ის , რომ ამ უკანასკნელს   ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.  
"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "გირჩი" ამოვიღო სიიდან. ორი საათის წინ დადასტურებულად გავიგე, რომ ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. მე ამას ვერ მივიღებ. ეს არის მიზეზი. მე ვერც სააკაშვილისგან მივიღებ თანხას", – განაცხადა ბურჭულაძემ გუშინ საღამოს რუსთავი 2 – ის გადაცემაში  ,,არჩევანი'' . ბურჭულაძის თქმით, მას არ სურს იყოს არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი. 
„გირჩის“  ლიდერი  ზურაბ ჯაფარიძე  თავის მხრივ აცხადებს, რომ  პაატა ბურჭულაძის ბრალდება, თითქოს  პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ქართული ოცნების“ მიერ ფინანსდება, უსაფუძვლოა. ,,პაატა ბურჭულაძე ადრეც მაშანტაჟებდა,  რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას მისი წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიული თუ ბლოკის სიიდან. რა თქმა უნდა, მე განვუცხადე უარი, ეს იყო შანტაჟი, მას თანხა არა ბლოკისთვის, არამედ პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა“, – აცხადებს  ზურაბ ჯაფარიძე –   დღეს კი მითხრა, რომ სურდა „გირჩის“ წევრების სიიდან ამოღება. ჩემზე არ იყო საუბარი. მან მითხრა, რომ მე ვიქნებოდი სიაში და შევიდოდი პარლამენტში., რაზეც უარი განვაცხადე''.
ვრცლდება ინფორმაცია, რომ ბლოკი შეიძლება  გიორგი ვაშაძემაც დატოვოს.   პაატა ბურჭულაძე  გუშინ ამ ვარაუდსაც გამოეხმაურა. „გიორგი ვაშაძესთან ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. მან თქვა, რომ სჭირდება დრო მოფიქრებისთვის. მასთან საუბრის საშუალება არ მქონდა. ხვალ გადაწყდება მისი საკითხი. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა გუშინ პაატა ბურჭულაძემ ..
 

საარჩევნო კოდექსის თანახმად , დღეს 18:00 საათზე გადის ბოლო ვადა, როდესაც კანდიდატებს შეუძლიათ ოფიციალურად მოხსნან საკუთარი კანდიდატურა მაჟორიტარობიდან ან პარტიული სიიდან
 
 
 
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...