მთავარისიახლეებიმსოფლიოგარდაიცვალა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი

გარდაიცვალა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი

Published on

 გარდაიცვალა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი.
იგი 13 სექტემბერიდან ებრძოდა სიკვდილს თელავივის საავადმყოფოში , სადაც ორი კვირის წინ ინსულტის დიაგნოზით დააწვინეს და პირველივე დღეს ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს ექიმებმა.
შიმონ პერესს ორჯერ ეკავა ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი, 2007 წლიდან 2014 წლამდე კი  პრეზიდენტი იყო. 
სიმონ პერესი დაიბადა 1923 წელს ,  დღევანდელ მინსკის ოლქში, რომელიც მაშინ პოლონეთის ერთერთი სავოევოდოს ნაწილი იყო.  მომავალი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის მამა სახერხი მასალის შემსყიდველი  იყო, დედა – რუსული ენის მასწავლებელი. იგი ათი   წლისა იყო, როპცა ოჯახი პალესტინაში გადასახლდა. პერესმა პოლიტიკური საქმიანობა ადრეულ ასაკში დაიწყო და  ღრმა კვალი გაავლო ისრეაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, პალესტინა – ისრაელის კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ პროცესებში. . მისი კარიერა 70 წელზე მეტხანს  გრძელდებოდა /
1994 წელს მან პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის  ნობელის პრემია მიიღო, მასთან ერთად დაჯილდოვდნენ  იასირ არაფატი  და იცხაკ რაბინი. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...