მთავარისიახლეებიმსოფლიოCNN-ის გამოკითხვით , ტრამპთან პირველი დებატების შემდეგ ჰილარი კლინტონი 62...

CNN-ის გამოკითხვით , ტრამპთან პირველი დებატების შემდეგ ჰილარი კლინტონი 62 %-ით ლიდერობს

Published on

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატების პირველი დებატების შემდეგ გამოკითხვის შედეგებს ითვლიან.
მაჩვენებლები ერთმანეთისგან განსხვავდება. CNN-მა დებატების მაყურებლები გამოკითხა, რომლის მიხედვითაც ჰილარი კლინტონი 62 %-ით ლიდერობს, დონალდ ტრამპის გამოსვლვა კი მხოლოდ 27 %-ს მოეწონა.Еთუჯცა დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ CNN-  ის მაყურებლებს შორის დემოკრატები ჭარბობენ.
პირველი დებატების შემდეგ დოლარის კურსი ევროსთან მიმართებაში რამდენადმე გაიზარდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ  ბაზრებს კლინტონის პროგნოზირებადი პოლიტიკა უფრო მოსწონთ, ვიდრე ტრამპის იმპულსური განცხაებები – ამბობენ ანალიტიკოსები.
პირველ დებატებზე კანდიდატები ძირითადად  აშშ საშინაო პოლიტიკაზე მსჯელობდნენ, კერძოდ  ისეთ ტრადიციულ თემებზე , როგორიცაა უმუშევრობა, გადასახადები, დამნაშავეობასტან და ტერორიზმთან ბრძოლა. გარკვეულწილად უკანა პლანზე იყო რუსეთის თემა, იგი განხილულ იქნა დემოკრატიული პარტიის სერვერებზე განხორციელებულ ჰაკერულ შეტევასთან კონტექსტში. კლინტონმა ამაში გადაკვრით დაადანაშაულა რუსეთი. რაც შეეხება ტრამპს, მან გაიმეორა, რომ რუსეთის ბირთვული პოტენციალი მთლიანობაში უფრო ახალია, ვიდრე ამერიკისა.     
პირველი დებატებით  წინასაარჩევნო ბრძოლა  აშშ- ში ფინიშის ხაზზე გავიდა – არჩევნებადე სულ რაღაც თვენახევარი რჩება. დებატებამდე ჩატარებულ ეროვნული გამოკითხვებით ორივე კანდიდატი თითქმის თანაბრად მიდიოდა, პირველმა დებატებმა ეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვალა, ანალიტიკოსები მოელიან, რომ ცვლილებები  კლინტონის სასარგებლოდ კიდევ უფრო საგრძნობი გახდება  დარჩენილი  ორი დებატების შემდეგ, რომელიც კლინტონსა და ტრამპს შორის უნდა გაიმართოს , თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და  სავსებით შესაძლებლია  ტრამპი დაწინაურდეს, რადგან, მართალია იგი ქულებით აგებს, მაგრამ მისი პოპულარობვა დღითიდღე იზრდება.
მათ ვარაუდს ამყარებს ჟურნალ ,,თაიმის'' ინტერნეტ გამოკითხვის შედეგები, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება  CNN – ის გამოკითხვისგან – ჟურნალის მონაცემებით პირველი დებატების შემდეგ დონალდ ტრამპს მისი მკითხველის  58 %,  ხოლო ჰილარი კლინტონს  42 % მისცა ხმა. 

 
 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...