მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს „უნიჭო მონტაჟს“ უწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს „უნიჭო მონტაჟს“ უწოდებს

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს „უნიჭო მონტაჟს“ უწოდებს. აღნიშნულს სააკაშვილი სოციალურ ქსელში მოკლე კომენტარით ეხმაურება.„ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა!“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქში“.ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ექს-პრეზიდენტი არ ეთანხმება.„ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, – აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ბაჩო ახალაია დააკავეს აპლიკაციების მეშვეობით კონტაქტისთვის, რომელთა შინაარსი გამოძიებამ არ იცის

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ადამიანის დაკავებისთვის აუცილებელი, მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების მოთხოვნები და...

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...