მთავარისიახლეებისაზოგადოება27 სექტემბერს მართმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავენ

27 სექტემბერს მართმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავენ

Published on

27 სექტემბერი უდიდესი მნიშვნელობის თარიღია ქრისტიანთა ცხოვრებაში – ამ დღეს იდღესასწაულება ბიზანტიელი იმპერატორის, მოციქულთასწორ კონსტანტინე დიდის მიერ იერუსალიმს წარგზავნილი მისი დედის – წმიდა ელენეს მიერ  ჯვრის ამაღლება, რომელზეც ეწამა მაცხოვარი. მაცხოვრის ჯვარზე შეხებამ აღადგინა მიცვალებული და  მთელ  სამყაროს  მიეცა საყოველთაო აღდგინების სასოება.ამიტომაც არის, რომ ამ სადღესასწაულო თარიღს ორმაგი დატვირთვა აქვს ქრისტიანებისათვის –  ერთდროულად: ისინი  მარხულობენ  ჯვარზე გაკრული მაცხოვრის ტკივილების ხსოვნისა და თანაგრძნობისათვის  და ზეიმობენ  ზეცად ამაღლების ბედნიერებით შეპყრობილნი.27 სექტემბერი ქართველთათვის ტკივილის დღედ იქცა 1993 წელს – დაეცა ჩვენი ღვიძლი ქალაქი,  აფხაზთა და ქართველთა სამეფოს უდიდესი ციტადელი – სოხუმი… თუმცა, დარწმუნებული ვართ, დროებით…როგორც მაცხოვარმა შეცვალა ჯვარზე განცდილი ტკივილი მარადიული სიცოცხლითა და უკვდავებით, რომელიც ჩვენთვის ჯვართამაღლების დღესასწაულში გამოიხატა, გვწამს, ქართველი ხალხი კვლავ გააერთიანებს საქართველოს!ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა სრულდება. საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.ტაძარში წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ, სადაც უფლის ჯვარცმის შესახებ არის საუბარი. წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და ქადაგებით მიმართავს.
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...